Friday, November 15, 2019


  





  სსიპ სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის სოციალური პროექტი

                                   ჩვენ და გარემო’’


კლასი-IV
მოსწავლეთა რაოდენობა-11

პროექტის ხელმძღვანელი:   ნინო    ბერიძე

მუნიციპალიტეტი:    მცხეთა,   ქსოვრისი

სკოლა; სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა;
თემის დასახელება:    ჩვენ და გარემო

პროექტზე მუშაობის ვადები:   დასაწყისი 26.09.2019, დასასრული 14.11.2019

პროექტის მიზანი:    რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები   სიღრმისეული დავალებების შესრულებისას,   რომელიც  მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას,  შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან.


რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?

    იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;

     იზრდება კომპლექსური უნარ - ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა,; მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელებისგან;

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს , რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;

პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები

მიზნები:

       დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;

       განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;

       დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;

გრძელვადიანი მიზნები:

მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.

გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.

ინტეგრირებული საგნები , ბუნება ,ხელოვნება, ისტი

სტანდარტები:

ბუნება

ბუნ.ll.1.      მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ბუნ.ll.3  მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე  მსჯელობა.

ბუნ.ll.7    მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.


ისტი

ის.ტექნ.დაწყ.2. აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი)დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას(მაგალითად: მონიშვნა)

ის.ტექნ.დაწყ.2.   ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.

ხელოვნება

ს.გ.ll.3.  მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში

ს.გ.ll.7.   მოსწავლეს  შეუძლია  წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

ს.გ.ll.13. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუარ გამოცდილებასთან.

მათ შორის მოსწავლეებს განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარები:

კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი

შემოქმედებითი უნარები

კომუნიკაციის უნარი

ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით


პროექტის მსვლელობა:

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე,არამედ დაწყებითი კლასების ბავშვებზე(დაახლოებით 11 მოსწავლე), რომლებთანაც ამჟამად ამ მხრივ ნაკლები პრობლემაა მასწავლებლის ძალისხმევით, თუმცა მათთანაც არსებობს საშიშროება იმისა, რომ დამოუკიდებლად იგივეს არ გააკეთებენ, რასაც მასწავლებლის თანდასწრებით აკეთებენ. ამიტომ მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს არაპირდაპირ დადებით გავლენას იქონიებს მათზე.

პროექტის იდეა გაჩნდა ბუნების გაკვეთილზე, როდესაც გავდიოდით თემას;გავუფრთხილდეთ დედამიწას; ამ თემის შესწავლის დროს გამოყენებული მეთოდით ,,ვიცი,ვისწავლე,მონდა ვიცოდე“,  გავიგე რაიცოდნენ ბავშვებმა, რის გაგება სურდათ მოსწაავლეებს. განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში,დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.


შეხვედრა პირველი

პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით, ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდავ წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით  შევავსებინე (ვმვ) სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე ნაწილები.

მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ , რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია.ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ-ნარჩენები.


შევთავაზე აქტივობა-,,ექსკურსია ბუნებრივ გარემოში“ ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.

აქტივობის არსი იყო მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არა მარტო მხედველობით,არამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან.

საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებს და გააკეთეს ჩანაწერები.

1.სოფელს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?

2.როგორი გარემოა სკოლის ეზოში?

3.როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?

4.სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?

შეხვედრა მეორე

მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:

-         თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანისთვის?

      -თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისთვის?

მოსწავლეები აღწერენ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტოებს  -  როგორ იქექება ცხოველი ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს, ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო  ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. პასუხი კითხვაზე-ვის(რას) ელის საფრთხე  ამ  გარემოში?  მოსწავლეებმა ინდივიდუალურად  გამოთქვეს გამოთქვეს ვარაუდები და გააკეთეს ჩანაწერები სურათების შესაბამისად.

შეხვედრა მესამე

ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირე დისკუსია კითხვებზე:

-როგორ გგონიათ,ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის -წყლის და საერთოდ  გარემოს დანაგვიანება?

-არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?

-პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?

-როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?

დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკეთეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდაის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.

ჯგუფის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღო ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.

შეხვედრა მეოთხე

მას შემდეგ,რაც მოსწაცლეთათვის ნათელი გახდა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსათვის თავისთავად გაჩნდა კითხვა:

როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისგან?

მოსწავლეებს განვუმარტე, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუფთავება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;

მოსწავლეები გავყავი ჯგუფებად და იმუშავეს პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.

შეხვედრა მეხუთე

შეხვდნენ ბაღის ბავშვებს დაურიგეს მათთვის სპეციალურად გამზადებული კანფეტები და შეფუთული სხვა ტკბილეული. სთხოვეს შეეჭამათ, დააკვირდნენ სად დაყრიდნენ კანფეტის და სხვა ნარჩენებს . გამართეს მცირე დისკუსია ბავშვებთან  - როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო? ბაღის ბავშვებს უნდა გაეაზრებინათ რომ დანაგვიანება ხდება ნარჩენებით.საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ იმუშავეს დამოუკიდებლად სამუშაო რვეულებში სადაც დანაგვიანების ამსახველი ფოტოებია მოცემული.

შეხვედრა მეექვსე

მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, ტან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?

წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუფთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლე თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდა დაიცვან გარემო.

შეხვედრა მეშვიდე

შეაჯამე მოსწავლეების მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ვიდეოს ჩვენებით, კიდევ ერთხელ განვუმარტე მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა კომპონენტის დანაგვიანებას: ზოგ შემთხვევაში წყალი ბინძურდება, ზოგ შემთხვევაში ნიადაგი, სხვა შემთხვევაში ჰაერი. შეავსეს ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ბოლო ნაწილი.

მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა იმუშავა კედლის გაზეთ;ის დავიცვათ გარემო;-ს მომზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფმა კი გადაღებული სურათებით პროგრამა pover point-ში მოამზადა პრეზენტაცია.

შეხვედრა მერვე

მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგინეს საბოლოო პროდუქტი კედლი გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით(გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.

შეფასება:მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:

1.შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა

2.თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი

3.პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები

 

დასკვნა:

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილები, სადაც გამოყენებულია კომპიტერი, პროექტორი, აუდიო და ვიდეო მასალები. და უფრო მეტად მოსწონთ, თუ თვითონ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ინფორმაციისა და საჭირო მასალის მოძიებაში.

თანატოლებთან ურთიეთობამ კი მეტი როლი ითამაშა მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.

შემიძლია ვთქვა, რომ რომ ამ პროექტის შემდეგ ბავშვებს აღარ გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებზე რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანისთვის, როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას,რის გაკეთება შეუძლიათ მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად და როგორ უნდა მოიქცნენ შესაბამის შემთხვევაში.




1

26.IX.19
პროექტის მიზნის გაცნობა,წესების გაცნობა,ვმვ სქემის შევსება
2
3.X
ექსკურსია ქალაქ თბილისში ,,ბოტანიკურ ბაღში“ აქტივობა დაკვირვება. ბუნებრივ გარემოზე
3
10.X
დოკუმენტური ფილმის ჩვენება რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო. ექსკურსია სკოლის გარემოში და მცირე დისკუსია.
4
17.X
ჯგუფური მუშაობა. პლაკატების შექმნა დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.
5
24.X
შეხვედრა ბაღის ბავშვებთან და მათზე დაკვირვება სად დაყრიდნენ ნარჩენებს?
6
31.X
სკოლის ეზოს დასუფთავება. ჰიგიენური ხელთათმანების და პოლიეთილენის პარკების გამოყენებით. გარემოს დაცვის ეს ფორმა გააცნეს თანატოლებს
7
7.XI
ერთმა ჯგუფმა იმუშავა კედლის გაზეთის გამოშვებაზე. ,,დავიცვათ გარემო“ ll ჯგუფმა კი მოამზადა გადაღებული სურათებით პრეზენტაცია pover point-ში
8
14.XI
პრეზენტაცია დაწყებითი კლასების მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე. წარმოადგინეს კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა) რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში.

                                             რეფლექსია     
2019 წლის 26 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში მეოთხე კლასში განვახორციელე სოციალური პროექტი ,, ჩვენ და გარემო“.
პროექტის მიზანი იყო დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეებს შესძლებოდათ ლოკალური გარემოს აღწერა, სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს ერთმანეთისგან გარჩევა, დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება.
       სოციალური პროექტი განხორციელდა ინტეგრირებული საგნების მიხედვით: ბუნება, ხელოვნება, ისტი.
       პროექტი დავიეყეთ მოსამზადებელი ფაზით, მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი და მუშაობის წესები. მინი ლექცით ვესაუბრე ადამიანის და გარემოს ურთიეთობაზე, მის დადებით და უარყოფით შედეგებზე, სამრეწველო ნარჩენებზე,ეკოლოგიურ შედეგებზე და ა.შ. შემდეგ გარემოზე დაკვირვების მიზნით მოვაწყეთ ექსკურსია სოფლის შემოგარენში.
          ამის შემდეგ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გააგრძელეს მუშაობა და შეაგროვეს ინფორმაცია:
       ემსახურებოდა თუ არა სოფელს სანაგვე მანქანა, როგორი გარემოა სკოლის ეზოში, როგორ გრძნობენ თავს ამ გარემოში, სად მიდის დაგროვილი ნაგავი...
  შემდეგ შეხვედრაზე მოვახდინეთ შეგროვებული ინფორმაციის დახარისხება და გაანალიზება, ვნახეთ დოკუმენტური ფილმი დაბინძურებულ გარემოს შესახებ და გავმართეთ დისკუსია. დაბინძურებულ გარემოს შედეგები ცოცხალი არსებისთვის მოსწავლეები დისკუსიის პროცესში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დაბინძურებულ გარემოს არა მარტო ცოცხალი არსებების, არამედ თვით სამყაროსთვის მოაქვს კატასტროფული შედეგები. ამის შემდეგ კი მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისთვის მივეცი დავალებად მოეფიქრებინათ ის საშუალებები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა გარემოს დაცვა ნარჩენებისგან. არჩევანი თავისუფალი ქონდათ.
       მოსწავლეებმა შემდეგი შეხვედრისთვის დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები და დაურიგეს სოფლის მოსახლეობას, მოაწყეს აქცია ,, სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია“ , ესტუმრნენ საბავშვო ბაღს, დაურიგეს კანფეტები და შეფუთული სხვა ტკბილეული. დააკვირდნენ სად დაყრიდნენ ბავშვები ნარჩენებს შემდეგ კი ესაუბრნენ, თუ სად შეიძლებოდა ნარჩენების მოგროვება და რა ზიანის მომტანი იყო მათი ბუნებაში გაფანტვა.
         შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ჯგუფურად წარმოადგინეს პრეზენტაციები პროექტის მიმდინარეობის პროცესში. მათ მიერ განხორციელებულ აქტივობების და შედეგების შესახებ.
         პროექტის განხორციელების პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ისინი შედეგებით კმაყოფილნი დარჩნენ. განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების დასკვნების დამოუკიდებლად გამოხატვის უნარები.
         ვფიქრობ მიზანს მივაღწიე. პროექტის თითოეულმა მონაწილემ გაიაზრა რომ სუფთა გარემო, ეს მასზეც არის დამოკიდებული და იმისთვის რომ ეკოლოგიური საფრთხეები თავიდან ავიცილოთ ვალდებულნი არიან არა მხოლოდ თვითონ, არამედ სხვასაც მიუთითონ თავი შეიკავონ გარემოს დაბინძურებისაგან.
                            მასწავლებელი  ნინო ბერიძე

No comments:

Post a Comment