./
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის
პროექტის სახელწოდება
|
,,გავუფრთხილდეთ დედა ენას“
|
სოციალური პროექტი
პროექტის ავტორი
|
ნინო ბერიძე
|
საკონტაქტო ინფორმაცია
|
591230092
|
ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სკოლის
დასახელება
|
სსიპ სოფელ
ქსოვრისის საჯარო სკოლა
|
მისამართი
|
მცხეთა-ქსოვრისი
|
პროექტის
ბენეფიციარები
|
მეოთხე კლასის
მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები
|
პროექტის
განხორციელების ვადები
|
01.04.2019
12.04.2019
|
შინაარსობრივი სტანდარტი
და ინდიკატორები
|
ქართ.4.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
|
სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
|
,,გავუფრთხილდეთ
დედა ენას“
|
პროექტის ავტორი
|
სსიპ სოფელ ქსოვრისის
საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებელი. ნინო ბერიძე
|
პრობლემის ანალიზი
|
ჩემს სადამრიგებლო კლასში
დასვენებებზე შევნიშნე რომ საუბრობდნენ დედაენის დღეზე და მის მნიშვნელობებზე.
რამდენიმე ბავშვს შევატყვე რომ ვერ ხვდებოდნენ ამ დღის მნიშვნელობას.
გადავწყვიტე დამეგეგმა პროექტი 14 აპრილთან დაკავშირებით. 14
აპრილი დედა ენის დღეა. მოსწავლეებს უკვე აქვთ ინფორმაცია ამ დღის
მნიშვნელობაზე.. იციან, რომ მსოფლიოში სულ 14 დამწერლობაა. ქართული ენა ერთ-ერთი
უძველესი ენაა, რომელიც შედის 14 ენათა შორის, რაც უთუოდ საამაყოა. ქართველი ერი
საუკუნეების მანძილზე იცავდა მშობლიურ ენას, სიცოცხლეს სწირავდა მის დასაცავად.
დიდმა ილიამ ბრძანა: ენა, მამული სარწმუნოება, სამი რამ რასაც ადამიანი უნდა
გაუფრთხილდეს და დაიცვას.
ქართულ ენას უამრავჯერ დამუქრებია საფრთხე:
41 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
14 აპრილი დედაენის დღეთ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
პროექტის ჩატარების იდეისკენ
მოსწავლეებმა მიბიძგეს და რადგან ახლოვდებოდა დედა ენის დღე-
14 აპრილი ამ თემაზე სასწავლო პროექტის ჩატარება
მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რადგან მინდოდა მოსწავლეებს კვლევა-ძიების
საფუძველზე უკეთ გაეაზრებინათ ქართული
ენის როლი ქართველისათვის. დაფიქრებულიყვნენ თუ რა ვალდებულება ეკისრებათ
საკუთარი ქვეყნის წინაშე.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში, მოიძიებენ ინფორმაციას. ასევე ჯგუფებს
დავალებად მიეცემათ მოეძიებიათ ინფორმაცია ოთხ ღვაწლმოსილ
მწერალზე და საზოგადო მოღვაწეზე, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ქართული ენის
დაცვასა და წინსვლაში. ესენი არიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა
ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი. გაარკვევენ
და აღწერენ, თუ რა დამსახურება აქვთ მათ
სამშობლოს წინაშე, რა შეუფასებელი საგანძური დაუტოვეს მათ შთამომავლობას. მოიძიებენ მოთხრობებს, თქმულებებს, ანდაზებს,
ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს. შექმნიან კედლის გაზეთებს, კოლაჟებს, ბუკლეტებსა.
მოემზადებიან პრეზენტაციისათვის და 13 აპრილს ესტუმრებიან მწერალთა და საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონს,ყვავილებით
შეამკობენ მათ საფლავებს და მოაწყობენ პრეზენტაციას ჯგუფების მიხედვით.
|
პროექტის მიზანი:
|
ხელი შევუწყო მოსწავლეებში:
დაკვირვების, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, კვლევა-ძიების, ანალიზის, სოციალური
უნარების განვითარებას. შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას. დავეხმარო მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ გადაუხდელი და შეუფასებელია ამ დიდი ადამიანების
ამაგი სამშობლოს წინაშე. შევუქმნა მათ მოტივაცია,
გაუფრთხილდნენ, დაიცვან
და უყვარდეთ საკუთარი ენა, სამშობლო,
თანამემალულენი. ე დავაფიქრო პატარები, თუ როგორი
ქცევით შეიძლება საამაყო მოქალაქეებად ჩამოყალიბება... ზოგადი ეროვნული განათლების მიზნებიდან გამომდინარე
ავუმაღლო სამოქალაქო ცნობიერება, დაამყრონ კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან. მიიღონ მონაწილეობა ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებში;
|
პროექტის ამოცანები
|
ურთიერთთანამშრომლობა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები;
ინფორმაციის მოძიების, კვლევის დამოუკიდებლად
მუშაობის უნარ-ჩვევები;
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
პრეზენტაციის უნარი;-მოძიებული
მასალის გამოყენება-გაშუქება;
მოტივაციის ამაღლება;
პლაკატების, ბუკლეტებისა და ბარათების შექმნა. |
მოსალოდნელი შედეგები
|
განსაზღვრონ მშობლიური
ენის როლი, მისი გაფრთხილებისა და დაცვის ვალდებულება. ამ თემაზე იმსჯელონ, მოაწყონ
დისკუსია, შეავსონ ასოციაციური რუკა. გაუზიარონ საკუთარ შეხედულებები კლასელებს და
დაასაბუთონ საკუთარი აზრი.
ინდივიდებთან და ჯგუფებთან. აღიზარდონ გულისხმიერ და
ღირსეული მოქალაქეები.
|
მიზნობრივი ჯგუფი/ები
|
მე-4 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები.
|
ამოცანების განსახორციელებლად
საჭირო საქმიანობები და ვადები
|
ინფორმაციის
მოძიება:
პირველ ეტაპზე მოსწავლეებთან
ერთად
დავსახავ
პროექტის სამუშაო გეგმას. გავიხსენებთ რ, რა იციან დედა ენის დღეზე, მის მნიშვნელობაზე. შემდეგ ჯგუფები ირჩევენ ლიდერებს, რომლებიც მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული კონვერტიდან ამოიღებს ფურცელს, რომელზეც ეწერება ის მწერალი, რომელზეც უნდა მოიძიონ ინფორმაცია. შემდეგ კი ჯგუფის ლიდერი ჯგუფებში ანაწილებს დავალებებს. გეგმავენ ვინ მიიღებს მონაწილეობას მხატვრულ კითხვაში, ვინ პრეზენტაციაში, ვინ იზრუნებს კედლის
გაზეთის გაფორმებაზე, საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დაბეჭდვაზე,,, წიგნების, ჟურნალებისა
და ინტერნეტსივრცის დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციებს და იმუშავებენ.
დრო: 1.04-8.04. 2019
საკითხავი და ვიდეო მასალის
დამუშავება: II ეტაპი
კლასში გააფორმებენ კედლის გაზეთებს, მოაწყობენ პრეზენტაციას, მოძიებული
ინფორმაციის საფუძველზე გამართავენ დისკუსიას,
გააკეთებენ დასკვნებს. გაიხსენებენ იმ ფაქტებს,
თუ რა წვლილი მიუძღვის თითოეულ მწერალს ქართული ენის დაცვასა და წინსვლაში.
საპრეზენტაციო რესურსის
დამზადება: IIIეტაპი
მოსწავლეები ისტის გამოყენებით შექმნიან ფოტოკოლაჟს
„ დედა ენის ბურჯები“ ჯგუფებში იმუშვებენ საპრეზენტაციო მასალის დამუშავებაზე. გააკეთებენ
მოსაწვევ ბარათებს, რომლებსაც მშობლებს დაურიგებენ და მოიწვევენ ღონისძიებაზე.
პროექტის
პრეზენტაცია: IV ეტაპი
ბოლოს გააკეთებენ პრეზენტაციას, წაიკითხავენ ლექსებს ... ბოლოს შევაჯამეთ პროექტის
ფარგლებში შესრულებული აქტივობები. გავაკეთეთ
დასკვნა, რომ ყველა ქართველი ვალდებულია
უყვარდეს და დაიცვას: ენა, მამული, სარწმუნოება.
დრო:12.04.2019
|
რესურსები
|
·
მხატვრული
ლიტერატურა;
·
თაბახის
ფურცლები
·
ფერადი
ფურცლები, ფორმატები
·
წებო, მაკრატელი, სტიკერები, ფერადი ფანქრები;
·
ბუკი,
პროექტორი.
|
რეფლექსია
2019 წლის 1 აპრილიდან
12 აპრილის ჩათვლით განვახორციელე სოციალური პროექტი სახელწოდებით ,,გავუფრთხილდეთ
დედა ენას“.
მეტად
საინტერესო გამოდგა ამ პროექტზე მუშაობა. ჩემს სადამრიგებლო კლასში
დასვენებებზე შევნიშნე რომ საუბრობდნენ დედაენის დღეზე და მის მნიშვნელობებზე.
რამდენიმე ბავშვს შევამჩნიე გაკვირვება და სურვილი უფრო მეტი ინფორმირების. პროექტის ჩატარების იდეისკენ
მოსწავლეებმა მიბიძგეს და რადგან ახლოვდებოდა დედა ენის დღე-
14 აპრილი ამ თემაზე სასწავლო პროექტის ჩატარება მნიშვნელოვნად ჩავთვალე, მინდოდა მოსწავლეებს კვლევა-ძიების
საფუძველზე უკეთ გაეაზრებინათ ქართული
ენის როლი დაფიქრებულიყვნენ თუ რა ვალდებულება ეკისრებათ
საკუთარი ქვეყნის წინაშე. გადავწყვიტე დამეგეგმა პროექტი 14 აპრილთან
დაკავშირებით. 14 აპრილი დედა ენის დღეა. მოსწავლეებს უკვე აქვთ
ინფორმაცია, რომ მსოფლიოში სულ 14
დამწერლობაა. ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა, რომელიც შედის 14 ენათა შორის,
რაც უთუოდ საამაყოა. ქართველი ერი საუკუნეების მანძილზე იცავდა მშობლიურ ენას,
სიცოცხლეს სწირავდა მის დასაცავად. დიდმა ილიამ ბრძანა: ენა, მამული და
სარწმუნოებაა, ის სამი რამ, რასაც ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას.
ქართულ
ენას უამრავჯერ დამუქრებია საფრთხე და მათ მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ 41 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
14 აპრილი დედაენის დღეთ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
შევარჩიე ასაკის შესაბამისი აქტივობები და რესურსები
ჩემ მიერ დასახული ყველა აქტივობა განვახორციელე, აქტივობების დამატება,
მოდიფიცირება არ მომხდარა.
პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა გუნდური მუშაობის
პრინციპი, მოსწავლეები სერიოზულად მოეკიდნენ ჯგუფისათვის განკუთვნილ სამუშაოს და
ურთიერთ თანამშრომლებით შეძლეს დავალების სრულყოფა.
ყველა მოსწავლე გააქტიურდა, გამოიკვეთა
თანამშრომლობა და ურთიერთ თანადგომა, რაც გუნდურმა მუშაობამ განაპირობა.
პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა
კომუნიკაციის კვლევა-ძიების, ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნების, ესთეტიკური
გემოვნების ჩამოყალიბებისა და პრეზენტაციის უნარები. დადებითი მხარეები ბევრად
ჭარბობდა უარყოფითს და მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ რომ ასაკობრივი
თავისებურებები გადამწყვეტია, მათთვის ძნელი იყო ამდენი ინფორმაციის დახარისხება
და დამოუკიდებლად გაუჭირდათ აქტივობების შესრულება, რადგან უჭირთ სწრაფი კითხვა
უმჯობესია აქტივობები გავუმარტივო.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ნინო ბერიძე
No comments:
Post a Comment