სოციალური
პროექტის ,,უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე’’ გეგმა
|
||
სოციალური
პროექტის ხელმძღვანელი
|
||
სახელი
და გვარი
|
ნატო კელეპტრიშვილი
|
|
თანამდებობა
|
,,მე
და საზოგადოება“-ის მასწავლებელი
|
|
რაიონი
|
მცხეთა
|
|
სკოლა
|
სსიპ ქსოვრისის
საჯარო სკოლა
|
|
თემის
დასახელება
|
უარი ვთქვათ
მავნე ჩვევებზე
|
|
საფეხური/კლასი
|
დაწყებითი.
მე-3,მე-4.
|
|
განხორციელების
დრო
|
2კვირა
|
|
აზროვნების
ზედა დონის უნარები
|
დაგეგმვა,ორგანიზება,კვლევა,თნამშრომლობა,კრიტიკული
და შემოქმედებითი აზროვნება.
|
|
პრობლემა/პროექტის
აქტუალურობა:
საზოგადოება,კერძოდ კი მოზარდები გაერკვნენ,რომ
დღეს,გლობალური კატაკლიზმების პირობებში,მაშინ როდესაც უამრავი საფრთხე
გვემუქრება,მწვავედ დგება ადამიანის არსებობის პრობლემა.ამ პრობლემებს აღრმავებს
და ხელს უწყობს მავნე ჩვევები,რაც ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას,რეალურ
საშიშროებას უქმნის ჩვენს ერს.მათ შორის პრობლემად გვესახება - ნარკომანია.
მოზარდებმაც და მთლიანად საზოგადოებამ უნდა გაითავისონ,თუ როგორ უშლის
მავნე ჩვევები ხელს იცხოვროს უსაფრთხოდ,იყოს ბედნიერი,წარმოიდგინოს საშიშროება
იმისა,თუ რამდენად ხდება პიროვნება დამოკიდებული ნარკოტიკზე.მივიყვანოთ იმ
დასკვნამდე,რომ დასაწყისშივე უარი თქვას მავნე ჩვევებზე,უფრო მეტიც,
ჩაერთოს მის წინააღდეგ გამართულ მოძრაობაში.მან უნდა შეძლოს წინააღდეგობა
გაუწიოს იმ ხელშემწყობ ფაქტორებს,რომლებიც იწვევენ ამ მავნე ჩვევებზე
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.ჩვენი მცდელობაა,ჩვენს თანატოლებს გავუღვივოთ
სურვილი უარი თქვან მავნე ჩვევებზე.ხელი შევუწყოთ მათ სულიერ,ფიზიკურ და
მორალური განვითარების სწორად წარმართვას,რათა თავი იგრძნონ ჯანსაღი
საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
შვეიცარიისა და სკანდინავიის ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ
მათთვის,ვინც უარი თქვა ნარკოტიკების მოხმარებაზე,გადამწყვეტი მნიშვნელობა
იქონია ამ საშუალებების მავნებლობის გაცნობიერებამ.ისეთი
ფაქტორები,როგორიც არის აკრძალვა მშობლების მხრიდან,დასჯის საფრთხე და მკაცრი
სანქციები თავისი მნიშვნელობით თითქმის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
პროექტის
მიზნები/შედეგები:
v მოსწვლეებს
გამოუმუშაოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების,დახარისხებისა და ანალიზის
უნარ-ჩვევები.
v მოსწავლის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტის
შექმნა(ბუკლეტი,პრეზენტაცია,პოსტერი).
v მოსაწვლეები გააცნობიერებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე
ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.
v მოზარდმა გაათვითცნობიეროს,თუ რა არის ჯანსაღი საზოგადოება და
გაიაზროს,რომ აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი,როგორც ფიზიკურად,ისე სულიერად,რათა
გახდეს ჯანსაღი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
v შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევები
კრიტიკული
აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
· საღი მსჯელობა და აღქმა
· რთული არჩევანის გაკეთება და
გადაწყვეტილებების მიღება
· სხვადასვა სისტემას შორის
ურთიერთდამოკიდებულების გააზრება
· მიზნობრივი კითხვების ფორმულირება
და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად უკეთესი გადაწყვეტილებების
მისაღებად.
· ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი
და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია
და თანამშრომლობა
· იდეებისა და აზრების ნათლად და
ეფექტურად გამოხატვა წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით.
· სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური
მუშაობის უნარის დემონსტრირება
· საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო
კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება.
· პასუხისმგებლობების გაზიარება
მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო,მედია
და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
· ინფორმაციის ეფექტურად და
ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომტეტენტური შეფასება.
ლიდერობა
და პასუხისმგებლობა
· ჩართული მხარეების ძლიერი თვისებების/გამოყენება
საერთო მიზნების მისაღწევად.
· ფართო საზოგადოების
ინტერესების გათვალისწინება,პასუხისმგებლიანი მოქმედება.
პროდუქტიულობა
და ანგარიშვალდებულება
· მაღალი სტანდარტებისა და მიზნების
განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის.
· გულმოდგინებისა და პოზიტიური
ეთიკის დემონსტრირება( მაგ:პუნქტუალობა და სანდოობა).
|
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის
,,უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე’’ განხორციელება.პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო
აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე ნარკომანიასთან
დაკავშირებით.სამიზნე ჯგუფად შევარჩიე III-IV კლასის მოსწავლეები. დამატებითი მუშაობის საინტერესოდ
წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და
შესაძლებლობების დადგენა.ეს სამუშაოს წარმატების,მოსალოდნელი პრობლემის
გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
პროექტის მიზანის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
განსაკურებით,ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ნარკოტიკების
ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.მოსწავლეებს გაუჩნდთ სურვილი აქტიურად
ჩართულიყვნენ ამ პროექტში და მოეპოვებინათ უფრო მეტი ინფორმაცია ნარკოტიკების
როგორც დადებით,ასევე უარყოფით შედეგებზე. მოსწავლეების მაღალი
მოტივაციიდან გამომდინარე შევიმუშავე გეგმა,როგორ,და რა ვადებში,რა
რესურსებით ვიმუშავებდი მათთან.პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ ორი კვირის
განმავლობაში (03.12.2018წ.- 14.12.2018წ.).შევიმუშავეთ ქცევის წესები,რომელთა
დაცვა უზრუნველყოფდა მუშაობას.ვმუშაობდით გუნდურად,ჯგუფურად,ინდივიდუალურად.მოვიძიეთ
რესურსები,დამხმარე ლიტერატურა და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით
თითოეულ შეხვედრას.
მუშაობა მრავალეტაპიანი იყო:
ü მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ ჯგუფების
შექმნა.ჯგუფებმა გადაინაწილეს დავალებები. I ჯგუფმა მოამზადა
ბუკლეტები,II ჯგუფმა პოსტერი,III ჯგუფმა პრეზენტაცია,IV ჯგუფმა
კი აწარმოა გამოკითხვა.
ü მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ მოძიებული
მასალის დახარისხება.დავგეგმეთ გამოკითხვის ჩატარების დღე როგორც მოსწავლეებში
და მასწავლებლებში, ასევე მოსახლეობაში.
ü მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა,როგორც
უბნის ექიმთან და პატრულ ინსპექტორთან ასევე მოსხლეობაში. მოძიებული
მასალის და ჩემი დახმარებით მოამზადეს პროექტის პროდუქტები,რომლებიც
ეტაპობრივად განვათავსეთ ბლოგზე.
ü 14 დეკემბერს სკოლაში მოეწყო პრეზენტაცია
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დაწყებითი კლასის მოსწავლეებში კი
მოეწყო სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის გააქტიურების მიზნით.პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმის
და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნის შესაბამისად.
საინტერესო და შემოქმედებითი იყო შეხვედრები.გამოიკვეთა ძლიერი და სუსტი
მხარეები.მასალის მრავალფეროვნების გამო წავაწყდით სირთულეებს.თუმცა, ინტერნეტი
გვიწევდა ეფექტურ დახმარებას.სხვადასხვა ინტერნეტ რესურსი და ტექსტები
საშუალებას გვაძლევდა პრობლემები სწრაფადვე დაგვეძლია.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება,
გაიწაფნენ Microsoft Pover Point პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის
მომზადებაში.ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში.დაგეგმილმა აქტივობებმა
მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია,ინტერესი,გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი
მუშაობის,ჯგუფური,თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები.
გაუღრმავდათ კომუნიკაციის,მეგობრობის,გულშემატკივრობის თვისებები.განუვითარდათ
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,გადაწყვეტილების
მიღების,შემწყნარებლობის,სხვისი უფლებების პატივისცემის,დემოკრატიული
პრინციპების აღიარების უნარები.ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი
უნარ-ჩვევებია,რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება.
პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა მცირეოდენი ხელისშემშლელი ფაქტორები.მაგ:
გამოკითხვისთვის დაგეგმილ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი,რის გამოც მოგვიწია
გამოკითხვა გადაგვეტანა მომდევნო დღეებში.პრეზენტაციის აწყობის დროს გაითიშა
ელექტროენერგია.მუშაობის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის
ეფექტურობაში.გაიზარდა მოსწავლეების ინტერესები და მოტივაცია.მიზნად დაისახეს
მომავალში უკვე მიღებული გამოცდილებით და მეტი ცოდნით შექმნან უკეთესი
პროდუქტი.ამასთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მუშაობის პროცესი ბევრად
დინამიური და მრავალფეროვანი გახადა.მუშაობის ასეთი ფორმა არის ინტერაქტიური და
მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ მუშა პროცესში.
საერთო
ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად.ვინაიდან,გაიზარდა ინფორმირებულობის
დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,რაც ხელს შეუწყობს
ინფორმირებული,სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების
ჩამოყალიბებას.
https://ninoberidzis.blogspot.com/2019/11/blog-post_29.html
https://ninoberidzis.blogspot.com/2019/11/blog-post_29.html
No comments:
Post a Comment