Monday, November 25, 2019

პროექტი საახალწლო ნაძვის ხე


პროექტი
                          საახალწლო ნაძვის ხე
სსიპ სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე
პროექტის ტიპი:  სოციალური პროექტი
1. პროექტში მონაწილეობენ- დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები.
2. პროექტის აქტუალობა/რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმადსოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციააის  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობსროგორებიცააკონსტრუქციული თანამშრომლობაპრობლემების მოგვარებაკრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებაგადაწყვეტილების მიღების უნარიშემწყნარებლობასხვისი უფლებების პატივისცემადემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.  თანატოლებთან ურთიერთობა მნიშნელოვან როლს თამაშობს ოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.  მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევებიამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობებიარ იციან როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლსრა მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლების ყურადღებაზოგადად ვფიქრობ რომ სკოლა კონკურენტული გარემოა და განსაკუთრებით ჩვენი სკოლა სადაც 6-6 პარალელური კლასია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დამეგეგმა სოციალური პროექტი სადაც ყველა გავერთიანდებოდით, მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი და ერთი თვის განმავლობაში ერთი  მიზნისთვის ვიმუშავებდით. მოგვეწო ერთმანეთისთვს ულამაზესი გარემო და შეგვექმნა საახალწლო განწყობა. ამავე დროს გვეზრუნა ჩვენი შვილების სულიერი განვითრებისთვის. დაგვენახებინა მათთვის რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ჩვენ ვთანამშრომლობთ და ერთი მიზანი გვამოძრავებს. ამავე დროს პროექტი ჩემთვის მნიშვნელობანია  ქველმოქმედების თვალსაზრისითაც, რადგან ბავშვისთვის ეს არის ისეთი მაგალითის მიცემა, რომელშიც თავად მონწილეობს, იღებს გადაწყვეტილებას და არასოდეს დაავიწყდება.

3. პროექტის მიზანი:
Ø  მოკლევადიანი მიზანი -სკოლის სივრცეში საახალწლო  განწყობის, ზღაპრული გარემოს შექშექმნა.
Ø  გრძელვადიანი მიზანი -   მოსწავლეებმა, მშობლებმა მასწავლელებმა შეძლონ ურთიერთთანამშრომლობა, მშობელმა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
Ø  მონაწილეებმა შეძლო გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური საკითხების  გადაწყვეტლებებში.
Ø  მომავალში შეძლონ ქველმოქმედება, სხვისთვის კარგი მაგალითის მიცემა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
ამასთან ერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები;
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;

4. პროექტზე მუშაობის ვადები:
  დასაწყისი -20 ნოებერი
  დასასრული- 25 დეკემბერი
5. განსახორციელებელი ამოცანები:
ამოცანის დასახელება და საქმიანობის მოკლე აღწერა.
ვადა
მოსალოდნელი შედეგი
საჭირო რესურსი
პასუხისნგებელი პირი
1.    დირექციის ინფორმირება აღნიშნული პროექტის შესახებ.


ჩემი პირველი ამოცანაა წარვუდგინო დეტალური ინფორმაცია  დირექტორს, რადგან პროექტი მაშტაბურია და მოიცავს დაახლოებით ოცი კლასის მოაწილეობას. მზად ვარ ვუპასუხო სავარაუდოდ დასმულ კითხვებს
10.11. 2018
სკოლის დირექტორის მხრიდან დაინტერესება, ინფორმაციის დეტალურად მიწოდება პროექტის მიზნის გაცნობა და საჭიროების დასაბუთება
პროექტის გეგმა
ელენე ჯელაძე
2.    ჩემი მხრიდან კლასის დამრიგებლებთან შევედრა სამუშაო გეგმის გაცნობა.

მას შემდეგ როცა დირექციის მხრიდან ვიქნები ნებადართული შევუდგე ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებას დავგეგმავ კოლეგებთან შეხვედრას. გავაცნობ პროექტის აქტუალურობას და მიზანს და ვთხოვ პროექტში მონაწილეობას. დეტალურად გავივლით ყველა ნაბიჯს და მივიღებ კოლებების რჩევებსაც. თუ საჭირო იქნება შევიტან ცვლილებებსაც კოლეგების გამოცდილების გაზიარების შემდეგ.
15.11.2018
მოსწავლებელთა მხრიდან დაინტერესება და ჩართულობა. საინტერესო იდეების მოწოდება.
პროექტის გეგმა.
ელენე ჯელაძე
3.მასწავლებლების და  მშობლების სამუშაო შეხვედრა.
კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განვსაზღვრავთ მშობლბთან შეხვერდის დღეებს რათა მოვახდინოთ მშობელთა დაინტერესება რათა ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში.
აქვე დაისახება კლასის სამუშაო შეხვედრების გრაფიკი. ასევე განისაზღვრება პროექტისთვის საჭირო რესურსების ჩამონათვალი და დაიგეგმება ბიუჯეტი.
18.11.2018
მოხდება მშობელთა  და მოსწავლეთა ჩართულობა   და იდეების შეჯერება.
ნაძვის ხეების სხვადასხვა ვარიანტი.
I-IV კლასის დამრიგებლები
4.შუალედური მონიტორინგი
მას შემდეგ როცა მშობლები და მოსწავლეები ერთობლივად შეუდგებიან თავიანთი გეგმის მიხედვით მუშაობას, მასწავლებელი აწარმოებს დაკვირვების დღიურს რათა დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს კლასის მუშაობის შესახებ. ამისათვის მასწავლებელი შეიმუშავებს რუბრიკას, კითხვარს და მონიტორინგისთვის საჭირო სხვა ინსტრუმებტებს. შესაძლებელია მხდეს ინსტრუმენტების გაზიარება კოლეგებსთვის და თანამშრმლობითი გარემოს შექმნა კოლეგებს შორის.
პრიოდულად ორგანიზატორი მასწავლებელი ინფორმირებული იქნება თვითოეულ კლასში მიმდინარე პროცესების შესახებ.
05.12 2018
მშობლებს, მოსწავლეებს და პედაგოგს აზრთა შეჯერება და გაზიარება. შენიშვნების გათვალისწინება
I-IV კლასის დამრიგებლები
5. გამოფენის მოწყობა სკოლის ფოიეში.
დირექციის მხრიდან ამ დღისთვის იქნება დანიშნული პასუხისმგებელი პირი, ვინც უზრუნველყოფას ფოიეში ნაძვის ხეების განთავსებას. დახვდება მშობლებს და იზრუნებს  ყველა იმ საჭიროებაზე რაც მშობლებს ექნებათ, (მაგიდა, ჩამრთველი, დამატებითი სადენი და ასე შემდეგ..)
20.12.2018
პასუხისგებელი პირი შეუქმნის მშობლებს ისეთ გარემოს რომ მათ მიერ წარმოდგენილ ნაძვის ხეს არ შეექმნეს არანაირი პრობლემა იმისათვის რომ წარსდგეს კომისიის წინაშე.
ნაძვის ხეები.
მაგიდები
ჩამრთველები
დამაგრძელებლები
დირექციის მიერ დანიშნული პირი: ბიბლიოთეკარი სოფო ცერიაშვილი.
6. დირექციის მხრიდან კომისიის შერჩევა და დამტკიცება.
პროექტის გეგმის წარდგენის შემდეგ დირექტორის მხრიდან ყო დაპირება რომ შექმნიდა და დააკომპლექტებდა კომისიას ამ საკითხში კომპეტენტური წევრებისგან.
კომისიის წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ შეფასების კრიტერიუმებს წარმოდგენილი ნომინაციებისთვის.
დაიწყება ინდივიდუალური შეფასება და საბოლოო ნომინაციის მინიჭება.
24.12.2018
კომისიის წევრები არ იქნებიან მიკერძოებული და ობიექტურად შეასრულებენ დავალეას.
ბრძანება
სკოლის დირექტორი: ირიე წიკლაური
7. მონაწილე კლასების, მოსწავლეების, მშობლის, მასწავლებლის სხვადასხვა ნომინაციაში საზეიმო დაჯილდოვება სკოლის ადმიისტრაციის მიერ.
მოსწავლეები,  მათი მშობლები და პედაგოგი გამოცხადდებიან დათქმულ დროს და დაიწყება საზეიმო დაჯილდოვება. ყველა კლასის ნაძვის ხეს გადაეცემა სიგელი ამათუ იმ ნომინაციაში გამარჯვებისთვის. ეს იქნება: ყველაზე ორიგინალური, ყველაზე ინოვაციური, ყველაზე კრეატიული,  სკოლის სიმპატია,  დირექციის რჩეული, ყველაზე შემოქმედებთი, ზღაპრული სამყარო და ასე შემდეგ.



25.12.2018


ჩემს მიერ დასახული მიზანის მიღწევა.


შეფასების ფურცელი
კომისიის წევრები:
1. თამარ ცისკარიძე-ინგლისურის პედაგოგი
 2. მანანა ცხვედაძე- ხელოვნების პედაგოგი,
3. ხათუნა დოლენჯიშვილი-დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი.
4. სოფო ცერიაშვილი- ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
 და ასევე სკოლის დირექტორი.
8. საქველმოქმედო ღონისძიება.  ნაძვის  ხეებით დავასაჩუქრებთ მშობლების და ბავშვების მიერ რჩეულ ადამიანებს.
სურვილის შემთხვევაში მონაწილები ნაძვის ხით დაასაჩუქრებენ მათთვის რჩეული ადამიანები, მაგალითად ასაკოვანი პედაგოგები, რათა მოსწავლეებს მივცეთ ქველმოქმდების მაგალთი.
26.12.2018
მოსწავლეთათვის ქველმოქმედების მაგალითის მიცემა.
ქველმოქმედებას გაუძღვება ორგანიზატორი მასწავლებელი ელენე ჯელაძე

6. პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: -
მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები როგორიცაა გუნდურობა ასევე პროექტით განსაზღვრული მიზნების თანახმად მშობლები  აქტიურად უნდა ჩაებან სასკოლო ცხოვრებაშიიგრძნონ თავიანთი საჭიროების აუცილებლობაგაიაზრებენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი როლ შვილის სასკოლო ცხოვრებაშიმთელი პასუხისმგებლობით ჩაებმებიან პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას რაც გამოაცოცხლებს სასკოლო გარემოს და მოსწავლეებისათვის კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის მასზემოთ ჩამოთვლილი თავისთავად დადებითად აისახება მოსწავლეების მოტივაციაზე და გააძლიერებს მათ ინტერესს სასკოლო ცხოვრებისადმიასევე გასათვალისწინებელია ისიცრომ თანამედროვე სკოლა მზად უნდა იყოს მშობლის ასეთ პროექტებში ჩართვის თვალსაზრისითკონკრეტული პროექტი  კი შესალოა მისაბაძი და გადამდებიც აღმოჩნდეს და მშობლების მხრიდან წამოვიდეს ბევრი სხვადასხვა იციატივა.
7. ხელის შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები:
·         შესაძლებელია ვერ შეთანხმდეს კლასი და მოხდეს აზრთა სხვადასხვაობა. გაიყოს აზრები რაც გამოიწვევს მოსწავლეების გულისწყვეტს.
·         შესაძლებელია კლასის, ბავშვების  მოლოდინები არ დაემთხვეს ჟიურის გადაწყეტილებებს.
   მიზნობრივი ჯგუფებირომლებიც სარგებელს მიიღებენ პროექტის განხორციელების შემთხვევაში:
საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებიმშობლებისკოლის საზოგადოებადირექცია.
სარგებელი- სკოლის საზოგადოებისთვის სასიამოვნო სანახაობა გამოფენილი ნაძვის ხეების შედეგად შექმნილი საახალწლო განწყობა. სკოლის ადმინისტრაციის სარგებელი-აქტიური სასკოლო ცხოვრება. მოსწავლე, მშობელი- თანამშრომლობითი უნარების განვითარება და ასევე დაჯილდოვება.

8. პროექტის მონიტორინგი ორგანიზატორის მრიდან.
პროექტის მიმდიარეობის მონიტორინგისთვის საქმიანობები.
მონიტორინგის ინდიკატორები
მონიტორინგის თარიღი
შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა.
დაკვირვება
05.12.2018
არიან თუ არა მოტივირებულნი და რამ განაპირობა მათი მოტივაცია.
გამოკითხვა (დამრიგებლის მხრიდან)
05.12.2018
მონაწილეები ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს.
კითხვარი
17.12.2018
კონსულტაცია პედაგოგებთან, ორგანიზატორის ინფორმირება.
შეხვედრები
05.12.2018
17.12.2018

პროექტის მონიტორინგი/შეფასება ვის მიერ როდის რა კრიტერიუმებით პირველი შუალედური მონიტორინგი  და ..

კლასის დამრიგებლის  კლასზე დაკვირვების ცხრილი შუალედური მონიტორინგისთვის
ყოვლთვის
ხშირად
არასდროს
 მოსწავლე მზად არისშეიტანოს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი გამოსადეგი იდეებით.
მშობელი ჩართულა, დაინტერესებულია.


მონაწილე მოსწავლე და მშობელი პატივს ცემს  სხვის აზრს. ურთიერთშეთანხმებულად მუშაობს.
გუნდი მოტივირებულია და კრიატიული.

ასევე მშობლებმა შუალედური მონიტორინგის დროს შეავსეს კითხვარი.

მოცემულ ვადაში, ამ დრომდე დაგეგმილ საქმიანობას, ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:
------------------------------------------------------------------------------------------------------ 
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მოცემულ დროში სირთულეებმა იჩინა თავი შემდეგი სამუშაოს შესრულებისას:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
ალბათ გვჭირდება... ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამისთვის გადავწყვიტეთ: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემების მოგვარება ამგვარად ვცადეთ: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა ამით: 
o მოგვარდა; o არ მოგვარდა.
საჭიროებები:
ჩვენ გვჭირდება: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 საბოლოო შეფასება :
საბოლოოდ ნამუშევრები შეფასდება კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად და დაჯამდება ქულები.
 ამის შემდეგ შეირჩევა  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კლასები.
ჩატარებული საქმიანობა საბოლოოდ მიმათულია მოსწავლის კეთილდღეობისთვის, მისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის  სამუშაოს დასრულების შემდეგ მონაწილე მოსწავლეები   შეავსებენ კითხვარებს:
განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი სიამოვნებით განავითარებს ახალ იდეებს და მზად არისახალი გზებით იაროსმას არ უჭირს იდეებისა და წინადადებების განვითარებაისინი კრეატიულები არიან და ყურადღებას აქცევენ ჯგუფში მრავალფეროვნებასთანამშრომლობაზე/ჯგუფზე ორიენტირებული მოსწავლე სიამოვნებით მუშაობს სხვებთან ერთად და მზად არის კომპრომისისთვის.
 ჯგუფურ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა თვითშეფასებისთვის გამოვიყენეთ კითხვარი
1.      ჩართული ვიყავი გუნდურ მუშაობაში?
დიახ                        არა

2.      სიამოვნებას მგვრის ამგვარი მუშაობა?
დიახ                        არა

      3  .სამართლიანად მიგაჩნიათ   თუ არა ჟიური თქვენს გადაწყვეტილება?

                   დიახ                           არა
4.      კიდევ თუ მიიღებ მონაწილეობას მსგავსი ტიპის პროექტებში? (გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



                                    პროექტი საახალწლო ნაძვის ხე

                                              რეფლექსია

2018-19 სასწავლო წელს ნოემბრის დასაწყისში დავგეგმე განმეხორციელებინა სოციალური პროექტი. პროექტის ჩატარების იდეა გამიჩნდა მისის აქტუალურობიდან გამომდინარე. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმადსოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციააის  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობსროგორებიცააკონსტრუქციული თანამშრომლობაპრობლემების მოგვარებაკრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებაგადაწყვეტილების მიღების უნარიშემწყნარებლობასხვისი უფლებების პატივისცემადემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.  თანატოლებთან ურთიერთობა მნიშნელოვან როლს თამაშობს ოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაშია, რაც გარკვეულწილად ფარულად დიდ კონკურენტულ გარემოს ქმნის. ვიფიქრე ჩემი პროექტით მცირე წვლილს შევიტანდი თნამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებში.  მნიშვნელოვნად ჩავთვალე რომ დაგვენახებინა ერთმანეთისვის რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ჩვენ ვთანამშრომლობთ და ერთი მიზანი გვამოძრავებს. როექტი მიმდინარეობდა მშვიდ, კონსტრუქციულ თანამშრომლობით გარემოში.
v   დასრულების შემდეგ გამოკითხულთა 100 % თვლის რომ პროექტისთვის  დასახული  როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზანი მიღწეულია. მოგეხსენებათ პროექტის მიზანი იყო:
Ø  მოკლევადიანი მიზანი -სკოლის სივრცეში საახალწლო  განწყობის, ზღაპრული გარემოს შექშექმნა.
Ø  გრძელვადიანი მიზანი -   მოსწავლეებმა, მშობლებმა მასწავლელებმა შეძლონ ურთიერთთანამშრომლობა, მშობელმა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
Ø  მონაწილეებმა შეძლო გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური საკითხების  გადაწყვეტლებებში.
Ø  მომავალში შეძლონ ქველმოქმედება, სხვისთვის კარგი მაგალითის მიცემა.

v  აქტივობები თითქმის ყველა იმ გეგმის მიხედვით წარიმართა როგორც დავსახე.ამოცანები განხორციელება წარიმართა ხალისისთ, თუცა იყო მუშაობის პროცესშიც ცვლილებელიც. ეს ეხებოდა ვადებს, საგამოფენო ფოიეს მოწყობის დეტალებს თუ მშობლებთან დათქმულ შეხვედრებს, მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე.
v  პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა შემდეგ კომპონებტებში როგორიცაა ; თანამშრომლობა მასწავლებელსა და კლასს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის,  სკოლის დირექციასა და და თემს შორის.  მოსწავლეებს და მათ მშობლებს განსაკუთრებით მოეწონათ გამოფენის მოწყობის დღე. მათ ხალისით და დიდი ინტერესით გამოფინეს თავიანთი კლასის სახელზე შექმნილი ნაძვის ხე. ასევე  მონაწილეებისთვის საინტერესო და შთმბეჭდავი იყო დაჯილდოვების დღე. მშობლებმა მადლიერება გამოხატეს არა ჯილდოს მიღებაზე, არამედ უბრალოდ მონაწილეობისთვის და დავრწმუნდი რამდენად აუცილებელია მსგავსი პროექტების მოწყობა, როდესაც სკოლა არის კონკურენტული.
v  პოექტში მონაწილე პირები,  დაწყებული მოსწავლიდან  დირექციამდე კმაყოფილებას გამოხატავდა  ამ ზღაპური სამყაროს მოწყობისთვის და მათი სარგებელიც შემდეგნაირად შეგვძლია განვსაზღვროთ: სასკოლო  საზოგადოებისთვის სასიამოვნო სანახაობა იყო, გამოფენილი ნაძვის ხეების შედეგად შექმნილი საახალწლო განწყობა. სკოლის ადმინისტრაციის სარგებელი-აქტიური სასკოლო ცხოვრება, ხოლო მოსწავლის და მშობელისთვის  მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობითი უნარების განვითარება და ასევე კომისიის მიერ მინიჭებულ ნომინაციაში დაჯილდოვება. პროექტმა მოსწავლეს მისცა  გახსნილ და თანამშორომლობის ურთიერთობების შესძლებლობა და ამავე დროს დიდი გამოცდილება. მთავარი სარგებელი და სიხარული მე მეროგო, როგორც პროექტის ორგანიზატორს, რადგან ჩემი დაკვირვებით პროექტი იმაზე მეტად ხალისისთ და ინტერესით წარიმართა ვიდრე   ვვარაუდობდი.
v  თუმცა მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ბევრი ისეთი დეტალი, რაც დაგეგმვის დროს მნიშვნელოვნად არ  მივიჩნიე და მუშაობისას გამოიკვეთა. შემდეგი მუშაობის დროს აუცილებლად გავაუმჯობესებ მონიტორინგს და გავაკონტროლებ მშობელთა ჩართულობას პროცენტულად, თვითოეული კლასის რაოდენობიდან გამომდინარე, რადგან მაინც რჩება პასიური მშობელი.
v  პროექტის მუშაობა გეგმის მიხედვით წარიმართათა, თუ,ცა მოხდა ასევე აქტივობების ცვლილებაც და მოდიფიცირებაც. პროცესზე დაკვირვების შედეგად ვირებდი გადაწყვეტილებებს და ცვლილება რითიც ზალიან კმაყოფილი ვარ გახლავთ ის რომ დაგეგმილი იყო I, II, III ადგილებზე გასული ნაძვის ხეების გამოვლენა, რაც ამ გადასახედიდან ძალიან არასწორად მიმაჩნია. მშობელთა დიდმა   დაინტერესებამ და ჩართულობა მიბიძგა მიმეღო გადაწყვეტილება,  რომ დაჯილოვებულიყო ყველა ნაძვის ხე სხვადასხვა ნომინაციაში.
v  შემდეგი მუშაობის დროს აუცილებლად გავითვალისწინებ ბევრ დეტალს, ამჯერად გეგმაში მითითებული არ მქონდა ნაძვის ხის ზომა, რამაც დაბნეულობა გამოიწვია რამხელა უნდა ყოფილიყო ნაძვის ხე. 
    ამრიგად, მინდა აღვნიშნო რომ ასეთი ფართო მაშტაბიანი პროექტის განხორციელება პირველად ვიტვირთე და რა თქმა უნდა ამ პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა.


საახალწლო ნაძვის ხე-ის სურათის შედეგი                                      საახალწლო ნაძვის ხე-ის სურათის შედეგი










https://ninoberidzis.blogspot.com/2019/11/blog-post_0.html

                                                 

No comments:

Post a Comment