პროექტი „შემოდგომა ჩემს სოფელში“
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ბერიძე
სამიზნე ჯგუფი: IV კლასი
პროექტის თემა: შემოდგომა ჩემს სოფელში
პროექტზე მუშაობის ვადები: 26.X-17.XI
1. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ მცენარეთა
მრავალფეროვნებას და საკუთარი სოფლის ბუნებას, გაუფრთხლიდნენ და იზრუნნ მასზე.
2. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე, რომელიც ვერ აღიქვამს
ბუნების სილამაზეს, არ იცნობს მცენარეებს, მათ აგებულებას და გამრავებას, ის არც ზრუნავს
მათზე და არც უფრთხილდება ბუნებას. ასევე ვერ ჩამოუყალიბდება ესთეტიკური უნარები.
3. პროექტის მიზანი: ა) გაეცნონ შემოდგომის ყვავილებს,
მათ აგებულებას და გამრავლებას.
ბ)შეძლონ კომპიუტერული
ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის
მოძიება.
გ) გაეცნონ
საკუთარი სოფლის ბუნებას.
დ) ხელი შევუწყო
მსწავლეების ესთეტიკურ აღზრდას.
4. მოსწავლეთა ასაკი; 10 წელი.
5:მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აწყობენ ჰერბარიუმების,
მოსწავლეთა ნახატებისა და მათ მიერვე გადაღებული ყვავილების ფოტოების გამოფენას. აწყობენ
ყვავილებისგან ცოცხალ კუთხეს. სკოლის ეზოში გააშენებენ შემოდგომის ყვავილებს. ისწავლიან
მცენარეების მოვლას და იზრუნებენ მათზე.
6. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
ფოტოაპარატი, ყვავილის ძირები და ბოლქვები, წიგნები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები
და სხვა სახატავი მასალა.
7.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): IV კლასის მოსწავლეები
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციას შემოდგომის ყვავილებზე. მოიძიებენ
სურათებს, როგორც მინდვრის ყვავილებზე (თეთრყვავილა, სამყურა, ფრენზია, გრამაფონა),
ასევე ეზოს ყვავილებზე (ქრიზანთემები, გეორგინა, კულტურული გვირილა, ვარდი, ჰორტენზია).
წიგნებისა და უფროსების დახმარებით შეაგროვებენ ამ ყვავილებზე შექმნილ ლექსებს, თქმულებებს,
ჩამახატებს, სიმღერებს, გამოცანებს და პატარა მოთხრობებს. დააკვირდებიან თავიანთი სოფლის
ბუნებაში ამ ყვავილების ზრდა-განვითარებას. გადაუღებენ ფოტოებს, შეაგროვებენ ყვავილებს
და გააკეთებენ ჰერბარიუმს, დარგავენ ყვავილებს ფესვებიანად ქოთნებში და მოაწყობენ ცოცხალ
კუთხეს. სკოლის ეზოში გააშენებენ შემოდგომის ყვაყილებს. მოაწყობენ გამოფენას.
8.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, ისტი.
9.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო ბერიძე.
10.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ninoberidze1963@gmail.com
1
|
26 X
|
ინფორმაციის მოძიება შემოდგომის ყვავილებზე.კომპიუტერის
გამოყენებით
|
2
|
3 Xl
|
სოფლის ბუნებაში შემოდგომის ყვავილებზე დაკვირვება
|
3
|
10 Xl
|
ჰერბარიუმის გაკეთება და ფესვიანი ყვავილების ქოთნებში
დარგვა.ცოცხალი კუთხის მოწყობა
|
4
|
17 Xl
|
სკოლის ეზოში ქოთნის ყვავილების გამოფენის მოწყობა.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რეფლექსია
სოციალური
პროექტი „შემოდგომა ჩემს სოფელში“ ჩავატარე
24.09.2019-17.11.2019 პერიოდში
IV-კლასის მასწავლებლის მონაწილეობით.
პროექტიეს მთავარი იდეა იყო:მოსწავლეები გასცნობოდნენ
მცენარეთა მრავალფეროვნებას და საკუთარი სოფლის ბუნებას, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ
მასზე.
სოციალური
პროექტი განხორციელდა ინტეგრირებული საგნების მიხედვით, ბუნება, ,ხელოვნება, ისტი.
პროექტი
დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით.მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი და მუშაობის წესები.დავათვალიერეთ
სოფლის ბუნება, შემოდგომის ყვავილები.
პროექტის
განხორციელების პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
ისინი კმაყოფილები დარჩნენ საკუთარი სოფლის ბუნების
დათვალიერებით.
განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების და თანამშრომლობის
უნარი.
ვფიქრობ მიზანს მივაღწიე:მოსწავლეებმა შეძლეს
ჰერმარიუმების, ნახატებისა და მათ მიერვე გადაღებული ყვავილების ფოტოების გმოფენა.
ცოცხალი კუთხის მოწყობა.
ვაპირებ
კვლავაც გავაგრძელო ამ კუთხით მუშაობა. რადგან ვფიქრობ, ჩვენს მიერ დარგული ყვავილები
გაალამაზებს და დაამშვენებს სკოლის ეზოს.
ხელმძღვანელი: ნინო ბერიძე
No comments:
Post a Comment