Friday, November 22, 2019

მშობელთა კვირეული სკოლაში“


     გთავაზობთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის სოციალურ პროექტს ,, მშობელთა კვირეული სკოლაში“

პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო ბერიძე
სამიზნე ჯგუფი: II –III-IV კლასები
პროექტის თემა: ,,მშობელთა კვირეული სკოლაში“
პროექტზე მუშაობის ვადები: 4.02-   25.02 2019წ
მიზანი: მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა სკოლის ცხოვრებაში

     პროექტში ჩართული იყო სამ-სამი კლასი დამრიგებლებითა და კლასში შემავალი მასწავლებლების მონაწილეობით, შესაბამისად სწორედ ამ კლასების მოსწავლეთა მშობლები,ბებიები და ბაბუები ჩართულნი იყვნენ პროექტში.
     პირველი დღე სათაურით ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“ , რომლის ფარგლებშიც მოხდა პროექტში მონაწილე მასწავლებლების, მოსწავლეების,მშობლების, მოსწავლეთა ბებიების და ბაბუების ნამუშევრების გამოფენა.რომელიც საათნახევარი გაგრძელდა,ხოლო დღის მეორე ნაწილი დაეთმო საინფორმაციო ნაწილს, რომელშიც მრავლად იყო ის სიახლეები, რომელიც მიმდინარეობს განათლების სისტემაში.
     მეორე დღე სახელწოდებით ,,ბებიების და ბაბუების დღე სკოლაში“  აღნიშნულ დღეს მოწვეულნი იყვნენ მოსწავლეების ბებიები და ბაბუები, ეს ერთგვარი გაგრძელება იყო პირველი დღის. ამ დღეს სკოლაში მოწვეულნი იყვნენ ამავე სკოლის ყოფილი ღვაწლმოსილი მასწავლებლები, მოსწავლეები, მრავლად იყო საინტერესო ჩანართები             (სპორტული ღონისძიებები, ასფალტზე ხატვა, ღია გაკვეთილები,კედლის გაზეთის პრეზენტაცია, სკოლის ვებგვერდის პრეზენტაცია და ასე შემდეგ).

        მესამე დღე წარიმართა სახელწოდებით- სასწავლო წლის შემაჯამებელი საღამო სკოლაში  იგი ძირითადათ მიეძღვნა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას, მოხდა წლის წარმატებული პროექტების პრეზენტაცია დაჯილდოვდნენ წარმატებული მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მოეწყო კონცერტი, განვიხილეთ სამომავლო გეგმები ახალი სასწავლო  წლისთვის.

მეოთხე დღე--მოხდა პროექტის შედეგების შეჯამება,  პროექტი დახურვა. ამ დღეს ძირითადად შევიკრიბეთ ის მონაწილენი, (სამეურვეო საბჭო, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა, მასწავლებლები)ვინც ხელმძღვანელობდით მიმდინარე პროექტს, მოვახდინეთ სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა.  ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. 

                                                                ხელმძღვანელი:  ნინო ბერიძე

                                              რეფლექსია
სოციალური პროექტი „მშობელთა კვირეული სკოლაში“ ჩავატარე 4.V.2019 – 17.V.2019 პერიოდში. II, III, IV კლასების მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლებია და სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობით.
პროექტის მიზანი იყო : „მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა სკოლის ცხოვრებაში“;
პროექტის გასახორციელებლად მოვიწვიე მშობელთა კრება. მას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და მშობელთა კომიტეტის წევრები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი დასახული პროექტის გახორციელებაში.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა კლასების ჩართულობის  და მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობას სკოლის ცხოვრებაში.
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. პროექტი მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საუკეთესო უნარ-ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.
                                         პროექტის ხელმძღვანელი : ნინო ბერიძე



No comments:

Post a Comment