Friday, November 29, 2019

პროექტის სახელწოდება ,,მეც მაქვს ზღაპრების წიგნი“


გთავაზობთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის
პროექტის სახელწოდება
,,მეც მაქვს ზღაპრების წიგნი“
სოციალურ პროექტს

  
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი

ნინო ბერიძე

საკონტაქტო ინფორმაცია
591230092

სკოლის დასახელება
სსიპ სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლია
მისამართი
მცხეთის რაიონი სოფ. ქსოვრისი
დრო                                 18.10.2018-13.11.2018
პროექტი მონაწილენი

მესამე კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები.

შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
ს.გ.III.I.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი საკუთარ გამოცდილებასთან.





პრობლემის ანალიზი
სადამრიგებლო კლასში შევნიშნე, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს სოციალური მდგომარეობის გამო არ ჰქონდა საბავშვო ზღაპრები და როდესაც თანატოლები სხვადასხვა ზღაპრის გმირებზე საუბრობდნენ, ის გულდაწყვეტილი იყო. ბავშვებთან და მშობლებთან ერთად გადავწყვიტეთ მისი საბავშვო ბიბლიოთეკა გაგვემდიდრებინა ფერადი და დასურათებული წიგნებით ეს აუმაღლებდა მას თვითშეფასებას და სოციუმში უფრო ბედნიერად იგრძნობდა თავს.  რადგანაც ვზრუნავთ გარემოზე, ამისათვის ჩემს სადამრიგებლო კლასში,  დიდ ყუთებში, ყოველთვის ვაგროვებთ მაკულატურას და შევთანხმდით  გაგვეცვლა საბავშვო ზღაპრების წიგნებზე. სურვილი გაგვიჩნდა, შეძენილი წიგნებიდან შეგვერჩია ერთ-ერთი ზღაპარი ,,კომბლე“, შემდეგ  დაგვეხატა და გამოგვეძერწა ამ ზღაპრის გმირები.  მეათე კლასის მოსწავლე მაკა ბუჩუკურის დახმარებით კი, რომელიც გამარჯვებულია ანიმაციური ფილმების კონკურსში. შეგვექმნა ანიმაცია ,,კომბლე“ მესამეკლასელების  ნახატებითა და გახმოვანებით.
პროექტის მიზანი
ხელი შევუწყო მოსწავლეებში კვლევა-ძიების სოციალური უნარების შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას, შევუქმნა მოტივაცია მეგობრისადმი მზრუნველობითი  დამოკიდებულების გამოხატვის, დავაფიქრო როგორი ქცევით შეიძლება თანატოლის გახარება. ზოგადი ეროვნული განათლების მიზნებიდან გამომდინარე ავუმაღლოთ სამოქალაქო ცნობიერება, ყველა გაახარონ თავიანთი ნამუშევრებით.
პროექტის ამოცანები
ურთიერთთანამშრომლობა. ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების უნარ-ჩვევები. უფროსკლასელის დახმარებით ანიმაციის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ: მეგობრის როლი, იმსჯელონ თემაზე საყვარელი ზღაპრის გმირების მაგალითებით. გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები. დაასაბუთონ რომ ყველას ჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა და გაფრთხილება.
მიზნობრივი ჯგუფები
მესამე კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები, მეათე კლასელი მოსწავლე.
ამოცანების განსახორციელებელი საჭირო საქმიანობები და ვადები.
ინფორმაციის მოძიება.
დრო. 18.10.-25.10
პირველ ეტაპზე მოსწავლეებთან ერთად დავსახავ პროექტის სამუშაო გეგმას, გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეები გაიხსენებენ სიტყვებს რომელიც ზღაპარს უკავშირდება.
მეორე ეტაპი
დრო. 26,10-02.11
ჩვენს მიერ შეგროვილი მაკულატურით შევიძინეთ ზღაპრების წიგნები.
ბავშვებმა სიხარულით გადასცეს თანაკლასელს ნანატრი ზღაპრის წიგნები. დავიწყეთ ზღაპრ ,,კომბლე“-ეს პერსონაჟების გამოძერწვა და დახატვა სპექტაკლისათვის მზადება.
მესამე ეტაპი.
დრო: 5.11-12.11
კვირის ბოლოს დავდგით სპექტაკლი „კომბლე“
დასკვნით ეტაპი.
დრო: 13.11.2019

რესურსები.
პლასტელინი. ფანქრები, წებო, თაბახის ფურცლები. ფოტოაპარატი, ბუკი




 რეფლექსია
         2018 წლის 18 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით განვახორციელე სოციალური პროექტი სახელწოდებით ,,მეც მაქვს ზღაპრების წიგნი“
სწავლის პროცესში შევნიშნე, რომ ერთ-ერთი მოსწავლე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა ზღაპრების გმირებზე საუბრობდნენ, გულდაწყვეტილი ჩანდა, გულჩათხრობილი ხდებოდა და არ ერთვებოდა ბავშვებთან საუბარში. შევეცადე დამედგინა რა იყო მოსწავლის ასეთი ქცევის მიზეზი. დავადგინეთ, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა მისი ასაკისთვის შესაფერისი ბიბლიოთეკა, არ იცნობდა ზღაპრებს, ვინაიდან არ ჰქონდა წაკითხვის შესაძლებლობა. ამიტომ საკლასო საზოგადოებამ ერთხმად გადავწყვიტეთ მისი საბავშვო ბიბლიოთეკა შეგვევსო. რადგანაც ჩემ მოსწავლეებს ხშირად ვასწავლი გარემოზე ზრუნვას, და ხშირად ვზრუნავთ კიდეც სხვადასხვა აქტივობებით, ჩემ სადამრიგებლო კლასში დავდგით დიდ ყუთები. ამ ყუთებში გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა მაკულატურა და გაგვეცვალა საბავშვო ზღაპრების წიგნებზე. ვინაიდან მშობლები აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, მალევე გაჩნდა იდეა, შეძენილი წიგნებიდან შეგვერჩია ერთ-ერთი ზღაპარი,   დაგვეხატა და გამოგვეძერწა ამ ზღაპრის გმირები და დაგვედგა სპექტაკლი. ამისათვის შევარჩიეთ ქართული ზღაპარი „კომბლე“, გამოვძერწეთ ფიგურები, დავხატეთ და მეათე კლასის მოსწავლის მაკა ბუჩუკურის დახმარებით.  დავდგით კიდეც სპექტაკლი „კომბლე“. გახმოვანებაც ჩემი მოსწავლეების იყო.
 ამ პრობლემებიდან გამომდინარე წინასწარ დავსახე მიზნები და  გავწერე სამუშაო გეგმა.  შევარჩიე ასაკის შესაბამისი აქტივობები და რესურსები. ჩემ მიერ დასახული ყველა აქტივობა განვახორციელე, აქტივობების დამატება, ან მოდიფიცირება არ მომხდარა. პროექტზე მუშაობის პერიოდში ყველაზე მეტად გამოიკვეთა ურთიერთ თანამშრომლობითი უნარი და ამით შეძლეს დავალების სრულყოფა. ყველა მოსწავლე გააქტიურდა. აგრეთვე გამოიკვეთა თანამშრომლობა და ემპათია. ბავშვები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაებნენ როგორც მეგობრის დახმარების, ისე მათივე მონაწილეობით სპექტაკლის დადგმის პროცესში. თავად პროცესმა დიდი აქტიურობა და ჩართულობა გამოიწვია ბავშვებშიც და მშობლებშიც.
პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა კომუნიკაციის, კვლევა-ძიების,  ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნების, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებისა და პრეზენტაციის უნარები. ტექნოლოგიების გამოყენებამ მეტად მიმზიდველი გახადა ძიების პროცესი.  მათი მოტივაცია  და ინტერესი გააძლიერა მეათე კლასის მოსწავლის მაკა ბუჩუკურის ჩართულობამ.
პროექტს მოჰყვა დადებითი გამოხმაურება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ჩვენს მიერ დადგმულმა სპექტაკლმა თანატოლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
მომავალში გავითვალისწინებ, რომ  პრობლემის აღმოჩენა ბავშვებმა თავად შეძლონ და თავადვე დაგეგმონ განსახორციელებელი სოციალური აქტივობები. ამასთან გაითვალისწინონ და თუნდაც ჩემი დახმარებით განახორციელონ მსგავსი პროექტები.

    პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ბერიძე
















https://ninoberidzis.blogspot.com/2019/11/blog-post_63.html

No comments:

Post a Comment