Friday, November 29, 2019

ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში საგანი - ქართული ენა





კლასი - I
მასწავლებელი - ნატო კელეპტრიშვილი------------------------------



გაკვეთილების ემატიკა
სთ-ების რ-ობა
ჩატარების დრო
რესურსები
მიზნები და ამოცანები
მოსალოდნელი შედეგები
შეფასება

შენიშვნა

„თ“  ასო-ბგერა
  3
11.10.
12.10.
15.10
სახელმძღვანელო, სურათები,კომპიუტერი, პროექტორი.
სლაიდ შოუ ანა სანიკიძის ავტორობით

ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების გაცნობა, ასო და ბგერა და ასო-ბგერებს შორის მსგავხება-განსხვავება
1.5.  1.6.  1.7.
განმავითარებელი შეფასება შეფასება,
ზეპირი კომენტარი,
ურთიერთშეფასება, თვითშეფასება
სტიკერი,



„ს“  ასო-ბგერა
3












16.10.
17.10.
18.10.

სახელმძღვანელო, სურათები, კომპიუტერი, პროექტორი,
სლაიდ შოუ - ნინო ხუციშვილის ავტორობით

სიტყვების დამარცვლა, მარცვლებისგან სიტყვების შედგენა, კითხვის უნარის განვითარება
1.5.  1.6.  1.7.
განმავითარებელი შეფასება შეფასება,
ზეპირი კომენტარი,
ურთიერთშეფასება, თვითშეფასება
სტიკერი,



„ხ“  ასო-ბგერა
3
18.10.
19.10.
19.10.

სახელმძღვანელო, სურათები,კომპიუტერი, პროექტორი,
სლაიდ შოუ - გიორგი ჭაუჭიძის ავტორობით
სიყვა, წინადადება, კალიგრაფიის დახვეწა,
განგრძობითი კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება
1.5.  1.6.  1.7.
განმავითარებელი  შეფასება,
ზეპირი კომენტარი,
ურთიერთშეფასება, თვითშეფასება
სტიკერი,


რეფლექსია
აქტივობა №1 ასო-ბგერა თ. თათას დათუნია ავტორი ანა სანიკიძე
გაკვეთილის მიზანი: ახალი ასო-ბგერის გაცნობა, კითხვისა და წერის  საწყისი უნარების განვითარება  მცირე ზომის ნარატიული ტექსტის გამოყენებით.
კავშირი ესგ-სთან:
(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.~
(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის,  ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

 გამოყენების ინსტრუქცია: მასწავლებელი, სთხოვს ბავშვებს დახუჭონ თვალები, ბავშვები თვალებს რომ გაახელენ, დაინახავენ, რომ მასწავლებელს ხელში უჭირავს სათამაშო დათუნია. სვამს შეკითხვებს: იცანით? რა არის? როგორია?  რამდენი თათი აქვს? თქვენც ხომ არ გყავთ? შეუძლია შენს დათუნიას რამის კეთება? ( 3 წთ)
მოდი, ახლა, წავიკითხოთ ამბავი, რომლის სათაურია ,,თათია და დათუნია. მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს ფლიპჩარტზე  დაწერილ ტექსტს, ან პროექტორით უშვებს ელ წიგნს.
მასწავლებელი  ხმამაღლა, საჩვენებელი კითხვის მეთოდით უკითხავს ბავშვებს  ჯერ სათაურს, შემდეგ კი ტექსტს, თითის გაყოლებით.
თათია და დათუნია
თათიას თეთრი დათუნია აჩუქეს.
დათუნიას თეთრი თათები აქვს.
თათია დათუნიას  დათვლას ასწავლის.
-ერთი თათი, ორი თათი,
 სამი თათი, ოთხი თათი!
აქ მასწავლებელი აკეთებს პაუზას და სვამს კითხვებს: რა აჩუქეს თათიას? რა ფერის თათები აქვს დათუნიას? რა გადაწყვიტა თათიამ?  როგორ ამეცადინებდა?  როგორ გგონიათ, ისწავლის დათუნია დათვლას? რატომ გგონიათ ასე?
(მოსწავლეთა პასუხები და არგუმენტები  ბოლო  ორ კითხვაზე არაერთგვაროვანია და  აძლიერებს  ბოლომდე წაკითხვის ინტერესს)
დათუნიამ დათვლა ისწავლა.
-ერთი თათი, ორი თათი,
სამი თათი, ოთხი თათი!
როგორ დამთავრდა  ამბავი? ისწავლა დათუნიამ  დათვლა?
აბა, მოდი გავაჯავროთ, როგორ ითვლიდა ის?  ბავშვები წამოდგებიან და ბურდღუნებენ: ერთი თათი, ორი თათი……
ბავშვებო, მოგეწონათ ეს ამბავი? მაინც, რა მოგეწონათ განსაკუთრებით?   (7 წთ)
როგორც ვნახეთ, დათუნიამ შეძლო ესწავლა დათვლა. მოდი ახლა, ჩვენ ვცადოთ, იქნებ კითხვაც ისწავლოს ჩვენთან ერთად.  აბა,  ჯერ წავუკითხოთ სათაური.  ვაჩვენოთ, როგორ უნდა გააყოლოს  სტრიქონებს თითი.
მასწავლებელი და ბავშვები კითხულობენ ექოს ტიპის კითხვით. (ჯერ მასწავლებელი წაიკითხავს წინადადებას, შემდეგ  ბავშვები ერთხმად და ასე ჩაიკითხავენ ბოლომდე. შეგვიძლია კითხვაში გაწაფული მოსწავლეებიც ჩავრთოთ საჩვენებელ კითხვაში)
შემდეგ ყველა ერთხმად, გუნდურად წაიკითხავს ტექსტს.  (5 წთ)

აქტვობა №1 ასობგერა ს. სპილო და სელაპი ავტორი: ნინო ხუციშვილი
მიზნები: ახალი ასო-ბგერის გაცნობა, კითხვისა და წერის  საწყისი უნარების განვითარება.
ძირითადი რესურსი: G-PriEd-ის  საანბანო წიგნი  სპილო და სელაპი“.
კავშირი ესგ-სთან:
 (I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის,  ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

გამოყენების ინსტრუქცია:
) მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს წიგნის მულტიმედიურ ვერსიას (იხილეთ დანართი) მონაკვეთებს შორის იყენებს პაუზებს და სვამს კითხვებს. (ან მასწავლებელი თავად უკითხავს საანბანო წიგნსსპილო და სელაპისამოდელო კითხვით, მონაკვეთებს შორის იყენებს პაუზებს და სვამს კითხვებს.)
          როგორ ფიქრობთ რა მოხდება შემდეგ?
          რატომ ფიქრობთ ასე?
          სინამდვილეში რა მოხდა?
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სვამს გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ  კითხვებს:
          როგორი იყო სპილო? სელაპი?
          რით ერთობოდნენ ისინი?
          რა პრობლემის წინაშე დადგა სპილო?
          კიდევ როგორ შეიძლება გაერთნონ სპილო და სელაპი?
მასწავლებელი მეორედ კითხულობს ტექსტს, ამჯერად ექოს ტიპის კითხვით (წინადადებებს  კითხულობს მასწავლებელი, შემდეგ მოსწავლეები იმეორებენ. მასწავლებელი კითხვის დროს შესაბამის წინადადებებს აყოლებს ხელს).


აქტივობა №3 ასობგერა ხ. ხვლიკი ხაკო ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე
მიზნები: მოსწავლეები ამოიცნობენ ასო-ბგერა -ს; სწორად გაშიფრავენ -ს შემცველ მარცვლებსა და სიტყვებს; სწორად გამოსახავენ ასო -ს.
ესგ-ის სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები: ქართ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
მოსწავლე:
თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
ნაცნობ ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
თავისუფლად კითხულობს ანბანის ყველა ასოს;
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.

გამოყენების ინსტრუქცია: მასწავლებელი საჩვენებელი (ხმამაღლა, სლაიდის შესაბამის სიტყვაზე ჯოხის ან ლაზერის გაყოლებით) წაკითხვის შემდეგ სვამს ტექსტის შინაარსთან შეკითხვებს:
        რა ჰქვია მოთხრობის ხვლიკს? (ხაკო.)
        როგორი ხვლიკია ხაკო? (ხასხასა მწვანე და მხიარული.)
        რა ეხერხეკბა ხაკოს? (ხეზე ხოხვა.
        საიდან დაინახა ხაკომ ხოჭოს სახლი? (ხის კენწეროდან.)
        ვინ დაინახა ხაკომ სახლში? (ხოჭო.)
        რას აკეთებდა ხოჭო? (ეძინა და ხვრინავდა.)
        რატომ გაეღვიძა ხოჭოს? (იმიტომ, რომ ხვლიკმა დაახველა.)
        რატომ დაფრთხა ხაკო? (ხოჭოს დიდი თვალები რომ დაინახა.)
        რა ჰქნა დამრთხალმა ხაკომ? (სხვენზე აძვრა.)
        შემდეგ რა მოხდა? (სხვენი ჩატყდა და ხაკო ხოჭოს დაეცა.)
        რა ჰქნა ხოჭომ? (წამოხტა და ხვლიკს მიაჩერდა.)
        რატომ გაეცინა ხოჭოს? (ალბათ, შეშინებული ხაკო რომ დაინახა.)
        როგორ დამთავრდა ამბავი? (ხოჭომ ხვლიკი ვახშამზე დაპატიჟა.)
შეკითხვების დასმის პარალელურად მასწვალებელი კვლავ აბრუნებს სლაიდებს და ხელახლა ათვალიერებენ მოთხრობას. ეს და სხვა შეკითხვები შესაძლებელი დაისვას ტექსტის კითხვის პარალელურადაც.

ჩემ მიერ გამოყენებული ელექტრონული რესურსები დაეხმარა მოსწავლეებს საკითხის უკეთ შესწავლაში და ვიზუალურად უკეთ აღქმაში,  სურათების საშუალებით. სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და სახალისო იყო.
        ელექტრონული რესურსები ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. „მასწავლებელი -მოსწავლის“ შემოქმედებითი თანამშრომლობის პროცესის  წარმართვას. მოსწავლეების მოლოდინმა, რომ მათ ეკრანზე  სახალისო და საინტერესო სლაიდშოუ უნდა გამოჩენილიყო ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიწვია.


https://ninoberidzis.blogspot.com/2019/11/blog-post_9.html

No comments:

Post a Comment