გთავაზობთ
მცხეთის მუნიცუპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო
სკოლის სოციალურ პროექტს ,,დავიცვათ ცხოველები’’
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ბერიძე
სამიზნე ჯგუფი: მეოთხე კლასი
პროექტის თემა: დავიცვათ ცხოველები
პროექტზე მუშაობის ვადები: 04.10.2019—8.11.2019
პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან ცხოველთა
სამყაროს, მათ მრავალფეროვნებას და მოახდენენ ანალიზს.
პროექტის
აქტუალობა: პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან ცხოველთა სამყაროს. ისტ-ის
დახმარებით მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრეზენტაციის
დროს
პროექტის
მიზნები; მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება, სხვადასხვა რესურსების გამოყენება,
ვიზუალური მასალის მოძიება და შექმნა თემის ირგვლივ, საჭირო მასალის თავმოყრა და დახარისხება.
პროექტზე, თვალსაჩინოებაზე მუშაობა
მოსწავლეთა
ასაკი: 10 წლის მოსწავლეები
ვადები--ხანგრძლივობა: სამი კვირა
პროექტი
მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება. პრეზენტაციისთვის
მათ ექნებათ თვალსაჩინოებები და რეალური ფაქტები ცხოველების შესახებ, შეიფარონ უპატრონო ცხოველები, გამოკვებონ, უმკურნალონ და
იზრუნონ მათზე, ამ საქმიანობის შემდეგ მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია რათა ხშირად
დაგეგმონ და განახორციელონ ასეთი სახის პროექტები.მოსწავლეებს უვითარდებათ,მუშაობის,თანამშრომლობის
და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
პროექტისთვის
საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ცხოველთა ილუსტრაციები,
ბარათები ცხოველთა გამოსახულებით, საწერი კალამი, ფერადი ფანქრები.
პროექტის
მსვლელობა: კლასში შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში იძიებდნენ სრულ ინფორმაციას ცხოველების შესახებ, მოვაწყეთ ექსკურსია
ზოოპარკში,და ბოტანიკურ ბაღში. დაათვალიერეს გარეული და შინაური ცხოველები, მოაგროვეს
მათზე ინფორმაცია და ფოტოებზე აღბეჭდეს მათ.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ხელოვნება, მოსწავლეები მოიპოვებენ
საჭირო თვისობრივ მონაცემებს, აწესრიგებენ, ამუშავებენ, იკვლევენ და არჩევენ წარდგენის
ხელსაყრელ ფორმას
ბუნება:
2.1-მოსწავლეს
შეუძლია ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა
2.2
-მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ცხოველები სხეულის ფორმის, ზომისადა ფერის მიხედვით
ხელოვნება:
მოსწავლეს
შეუძლია წარმოადგინოს ნახატი რომელიმე ცხოველის შესახებ
პროექტის
ხელმძღვანელი: ნინო ბერიძე
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა-ninoberidze1963@gmail.com
1
|
4 X
|
ჯგუფების შექმნა. ინფორმაციის
მოძიება ცხოველების შესახებ.
|
2
|
18 X
|
ექსკურსია ზოოპარკში
და ბოტანიკურ ბაღში.(გარეული და შინაური ცხოველების დათვალიერება) მათზე ინფორმაციის
შეგროვება.
|
3
|
8XI
|
პრეზენტაცია--თვალსაჩინოებები
და რეალური ფაქტები მათზე (ფოტოები)
|
რეფლექსია
2019 წლის 4 სექტემბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში IV კლასში განვახორციელე სოციალური პროექტი ,,დავიცვათ ცხოველები”.
პროექტის
მიზანი იყო დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეებს შესძლებოდათ ცხოველთა სხეულის ძირითადი ნაწილების
აღწერა-შედარება, სხეულის ფორმის ზომისა და ფერის მიხედვით. პროექტი მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება. მათ
ექნებათ რეალური ფაქტები ცხოველების შესახებ, შეიფარონ უპატრონო ცხოველები და იზრუნონ
მათზე.
სოციალური
პროექტი განხორციელდა ინტეგრირებული საგნების მიხედვით:ბუნება, ხელოვნება.
პროექტი
დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი და მუშაობის წესები.
ვესაუბრე ადამიანის და ცხოველების ურთიერთობაზე, მის დადებით და უარყოფით შედეგებზე.
შემდეგ ცხოველებზე დაკვირვების მიზნით მოვაწყეთ ექსკურსია ქ.თბილისის ,,ზოოპარკში“
ამის
შემდეგ მოსწავლეებმა გააგრძელეს მუშაობა და
შეაგროვეს ინფორმაცია: მფარველობენ თუ არა უპატრონო ცხოველებს, როგორ უვლიან მათ, როგორ
მკურნალობენ.... შემდეგ შეხვედრაზე მოვახდინეთ შეგროვებული ინფორმაციის დახარისხება
და გაანალიზება. ვნახეთ დოკუმენტური ფილმი უპატრონო ცხოველების შესახებ გავმართეთ დისკუსია
უპატრონო ცხოველებს პატრონი ესაჭიროება.
ამის
შემდეგ მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისათვის მივეცი დავალებად მოეფიქრებინათ ის საშუალებები
რითაც შესაძლებელი იქნებოდა ცხოველთა დაცვა. არჩევანი თავისუფალი ქონდათ.
მოსწავლეებმა
დაამზადეს საინფორმაციო პლაკატებიდა გამოაკრეს ხეებზე ,, დავიცვათ უპატრონო ცხოველები
და ვიზრუნოთ მათზე.
შემაჯამებელ
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ჯგუფურად წარმოადგინეს პრეზენტაციები პროექტის მიმდინარეობის
პროცესში. მათ მიერ განხორციელებული
აქტივობების და შედეგების
შესახებ.
პროექტის
განხორციელების პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ისინი შედეგებით კმაყოფილნი
დარჩნენ. განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების,თანამშრომლობის, კომუნიკაციის გამოხატვის
უნარები.
ვფიქრობ
მიზანს მივაღწიე. პროექტის თითოეულმა მონაწილემ გაიაზრა, რომ ცხოველთა დაცვაზე ვალდებულნი
არიან არა მარტო თვითონ, არამედ სხვასაც მიუთითონ თავი შეიკავონ უმწეო ცხოველებზე ძალადობისგან.
შეიფარონ
ცხოველები,გამოკვებონ, უმკურნალონ და იზრუნონ მათზე.
ხელმძღვანელი
- ნინო ბერიძე
No comments:
Post a Comment