Friday, November 29, 2019

პროექტის სახელწოდება ,,მეც მტკივა“


სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა
პროექტის სახელწოდება
,,მეც მტკივა“
სოციალური პროექტი

  
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი

ნინო ბერიძე

საკონტაქტო ინფორმაცია
591230092

სკოლის დასახელება
სსიპ ქსოვრისის საჯარო სკოლა
მისამართი
მცხეთა-ქსოვრისი

ოექტი მონაწილენი

მესამე კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები.

პროექტის განხორციელების ვადები
19.11.2018
 26.11.2018
შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
ბუნ.III.I.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.



                
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებში სოციალური და  ემპათიის უნარების განვითარება, თანამშრომლობის უნარის გაძლიერება. შეძლონ გააანალიზონ სიკეთი, ემპათიის,   კარგად განვითარებული თანამშრომლობის უნარი,როგორც ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი,
- ბავშვების მიერ კარგი საქმეების კეთებიდან განცდილი კმაყოფილების შეგრძნებისა და თვითშეფასების ამაღლება.
ამოცანები:
1.      ჯანსაღი, სოციალუ-ემოციურად განვითარებული პიროვნების აღზრდა;
2.      მოსწავლეებში შინაური ცხოველებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება;
3.      ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა, მათი თვალსაჩინოებაზე ამოცნობა და დასახელება, აზრის გამოთქმა მათი ფუნქციის შესახებ;
4.      პირადი ჰიგიენის და უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა ცხოველებთან ურთიერთობისას;
5.      მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
6.      ეფექტური პრეზენტაციის მომზადება;
7.       ეფექტიანი თამნამშრომლობის კულტურის დამკვიდრება.
პროექტის მსვლელობა
დრო: 19.11.2018-26.11.2018
პროექტის აქტივობები დავგეგმე მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე. შევნიშნე რომ ჩემი მოსწავლეები საუბრობდნენ სოციალურ ქსელში ატვირთულ ძალადობრივ ვიდეო რგოლზე- ძაღლზე და  მოძალადე ბავშვზე. დავინტერესდი ამ პრობლემით, რადგან ბავშვები აქტიურად განიხილავდნენ ცხოველებზე ძალადობის თემას და თან არ გამოხატავდნენ თანაგრძნობას.
პროექტზე მუშაობისას შევარჩიე ასაკის შესაბამისი აქტივობები და რესურსები. დავგეგმე ჯგუფური სამუშაო პლასტელინით გამოეძერწათ მათთვის საყვარელი ცხოველები და დაეხატათ.
აგრეთვე დავგეგმე ექსკურსია თბილისის ზოოპარკში.
და მოვიწვიე მოსწავლის დავით შალიკაშვილის მშობელი რომელიც კომპეტენტურია ცხოველთა დაცვის თვალსაზრისით.

პროექტის დასაბუთება:
პროექტი დაეხმარება, კარგი საქმეების კეთები  დაინტერესებულ მოსწავლეებს, პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების გაცნობიერებასა და განვითარებაში; შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში,  იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვაში, წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;  მსგავსი პროექტები  მოსწავლეებს განუვითარებს ეთიკურ ქცევისა და ემპათიის უნარებს, ჩამოუყალიბებს  შინაური ცხოველებისადმი მზრუნველობით დამოკიდებულებას  და გააცნობიერებენ ადამიანისათვის მათ მნიშვნელობას. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველების მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულების პოპულარიზაციას თანატოლებში.
  
დაგეგმილი აქტივობები:
* იხილეთ დანართი
მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული პროექტით მოსწავლეები შეძლებენ შეისწავლონ :
Ø  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ანალიზისა და შეფასების უნარ_ჩვევები;
Ø  შეითვისებენ  სხვადასხვა ჯგუფური ურთიერთობის უნარ-ჩვევებს;
Ø  ისწავლიან დაგეგმონ, შეასრულონ და გააკონტროლონ აქტივობები;
Ø  გაიღრმავებენ პრობლემის დანახვისა და გადაჭრის გზების ძიების ცოდნას;
Ø  აიმაღლებენ სოციალურ ცნობიერებას .




სოციალური პროექტის   რეფლექსია

   
         2018 წლის 19 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით განვახორციელე სოციალური პროექტი სახელწოდებით ,,მეც მტკივა“
 პროექტის შექმნის იდეა  მცირეწლოვანი ბავშვების მიერ ძაღლების წამების გახშირებულმა ფაქტმა განაპირობა.  წინარე ცოდნა, სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, მოტივაცია. ამიტომ აქტივობების შერჩევისას გავითვალისწინე მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარების დონე. მათ გავაცანი ინფორმაცია, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების მიერ ძაღლის წამების ფაქტს ეხება;
ფსიქოლოგები ცხოველებისადმი ცუდ მოპყრობას ანტისოციალური ქცევის საგანგაშო ნიშნად და სხვა ძალადობრივი ქცევების წინასწარ განსაზღვრულად მიიჩნევენ ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს ამ აგრესიული ქცევის განეიტრალება, რადგან რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო რთული ხდება ამ პრობლემის მოგვარება. არ უნდა დავხუჭოთ თვალები ბავშვის მიერ ცხოველის წვალებაზე, ნუ ვიტყვით რომ ჯერ პატარაა და არ ესმის.
პროექტის დასაწყისში ვაჩვენე მულტფილმი ,,პლუტო: გამოვიყენე გონებრივი იერიშის მეთოდი ბავშვებმა                                                       დაბავ    გაიაზრეს, რომ ძაღლებიც ცოცხალი არსებები არიან და მათ დახმარება  სჭირდებათ.
     შეავსეს ცოდნის შეფასების  ცხრილი - „ ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“.
     შემდეგ ეტაპზე   ჯგუფებმა წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაციები და ისაუბრეს ცხოველებთან ურთიერთობის შესახებ.  დაკვირვების შედეგების წარმოდგენისას გამოიყენეს „ვენის დიაგრამა“  ძაღლისა და კატის მაგალითზე.  მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი -  ურთიერთობაა. ძაღლები - სოციალური, კონტაქტური არსებები არიან, რომელთაც ადამიანებთან ურთიერთობა აკლიათ.
  • საჭიროა თუ არა, რომ ცოცხალი არსების მიმართ გამოვხატოთ ზრუნვა და სიყვარული?
  • რა სჭირდებათ ცხოველებს გადარჩენისათვის?
  • რატომ არის საჭირო ცხოველთა თავშესაფრები?
  • როგორ ზრუნავს მასზე ადამიანი?
  • როგორ გამოხატავენ ერთგულებას ძაღლები ადამიანის მიმართ?
         ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე  მოსწავლეებმა პასუხი დავით შალიკაშვილის მშობლისგან მიიღეს.   ზოოპარკში ვეტერინართან ვიზიტისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ცხოველებთან ურთიერთობისას  პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის  ძირითადი წესების დაცვის შესახებ; მოისმინეს პასუხი კითხვაზე :
           რა დაავადების გადამტანია მაწანწალა ძაღლი?
მშობლების დახმარებით    ბუნაგი დაამზადეს უპატრონო ძაღლისთვის და სკოლასთან  ახლომდებარე პარკში    დადგეს.  სიკეთე მართლაც გადამდებია :  პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოპულარიზაციას  არა მარტო თანატოლებში, არამედ  ადგილობრივ  მაცხოვრებლებშიც. ისინი დღესაც საკვებით ამარაგებენ პატარების   ზრუნვის ობიექტს.
     
     
        
აქტივობები წარიმართა  გეგმის  შესაბამისად. მოდიფიცირება არ მომხდარა,  მიზნები მიღწეულია.
შენიშვნები, რა თქმა უნდა, მაქვს, რადგან მოსწავლეებ ჯერ მხოლოდ  პირველ ნაბიჯებს დგამენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხარვეზების გამოსწორებასაც შეძლებენ.  დადებითი მხარეები ბევრად ჭარბობდა უარყოფითს. მთავარი ის არის, რომ პროექტი დაეხმარა პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების გაცნობიერებასა და განვითარებაში, კვლევის, ანალიზის და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.   

მსგავს პროექტზე მუშაობისას მომავალში გავითვალისწინებ, რომ ასეთ მძიმე თემაზე მუშაობისას კარგი იქნებოდა ფსიქოლოგის ჩართულობა.
                                       პროექტის ხელმძღვანელი:ნინო ბერიძე

















No comments:

Post a Comment