სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის
პროექტის სახელწოდება
|
,,ვიცი, რომ აქ ხარ მამა“
|
სოციალური პროექტი
პროექტის ავტორი
|
ნინო
ბერიძე
|
საკონტაქტო ინფორმაცია
|
591230092
|
ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სკოლის
დასახელება
|
სსიპ ქსოვრისის საჯარო სკოლა
|
მისამართი
|
მცხეთა-ქსოვრისი
|
პროექტის
ბენეფიციარები
|
მეოთხე კლასის
მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები
|
პროექტის
განხორციელების ვადები:
|
15.04.2019
24.04.2019
|
შინაარსობრივი სტანდარტი
და ინდიკატორები
|
ს.გ.4.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და
პროცედურას ნამუშევრის შექმნისას
|
სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება
|
,,ვიცი, რომ აქ ხარ, მამა“
|
პროექტის ავტორი
|
ნინო ბერიძე
|
პრობლემის ანალიზი
|
პროექტის ჩატარების იდეისაკენ მოსწავლეებმა მიბიძგეს, ზოგიერთი მამა
ხშირად აკითხავდა თავის შვილს და ამით აბედნიერებდნენ
და სიამაყით ავსებდნენ პატარებს. ისმოდა
ფრაზა ,,დღეს მე მამიკო მომაკითხავს“ მაგრამ სამწუხაროდ არიან ბავშვები რომლებსაც
ეს განცდა არ აქვთ. მოუცლელობა, არასწორი შეხედულება, რომ სკოლასთან ურთიერთობა მხოლოდ
დედის მოვალეობაა, ხშირად მამებს შვილის აღზრდისაგან შორს ტოვებთ.
პროექტის ჩატარება ამ თემაზე მნიშვნელოვნად ჩავთვალე რადგან მინდოდა
მოსწავლეებს კვლევა ძიების საფუძველზე უკეთ გაეაზრებინათ მამაკაცის როლი დაფიქრებულიყვნენ
რაოდენ დიდია მამის როლი მათი ცხოვრების წარმართვაში, პიროვნებად ჩამოყალიბებაში
და გამოეხატათ მეტი პატივისცემა მამის მიმართ.
პროექტის ფარგლებში მოიძიებენ ინფორმაციას ვიდეო მასალას მამისა და შვილების
დამოკიდებულების შესახებ, გაარკვევენ და აღწერენ თუ რა როლი ეკისრება მას საზოგადოებაში,
ოჯახში განსაზღვრავენ მამის როლს, შეხედავენ მამას სხვადასხვა კუთხიდან, შექმნიან
კოლაჟებს, ბუკლეტებს.
|
პროექტის მიზანი:
|
ხელი შევუწყო მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების კვლევა-ძიების დაკვირვების
ანალიზის სოციალური უნარების განვითარებას, შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას, დავეხმარები
რომ გადაუხდელი და შეუფასებელია მამის ამაგი. შევუქმნა მოტივაცია მამისადმი მზრუნველობით
დამოკიდებულების გამოხატვის, დავაფიქრო როგორი ქცევით შეიძლება მამის გახარება.
ზოგადი ეროვნული განათლების მიზნებიდან გამომდინარე ავუმაღლოთ სამოქალაქო
ცნობიერება შედეგად თვითნაც შეექმნათ ხალისიანი განწყობა და მამებიც გაახარონ პროექტის
ფარგლებში თავიანთი ნამუშევრებით.
|
პროექტის ამოცანები
|
ურთიერთთანამშრომლობა.
ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების უნარ-ჩვევები.
პლაკატების ბუკლეტების და ბარათების შექმნა.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ: მამის როლი შვილის ცხოვრებაში. იმსჯელონ
ამ თემაზე, მოაწყონ დისკუსია შეავსონ ასოციაციური რუკა, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი
შეხედულებები. დაასაბუთონ რომ მამას გაფრთხილება სჭირდება ისტის გამოყენებით მოიძიონ
რესურსები და გააკეთონ პრეზენტაცია. დაამზადონ ბუკლეტები. გამოუმუშავდეთ ახალი უნარები:
აიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერება რათა აღიზარდონ გულისხმიერი და ღირსეული მოქალაქეები.
|
მიზნობრივი ჯგუფები
|
მეოთხე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები
|
ამოცანების განსახორციელებელი საჭირო საქმიანობები და ვადები.
|
ინფორმაციის მოძიება.
პირველ ეტაპზე
მოსწავლეებთან ერთად დავსახავ პროექტის სამუშაო გეგმას, გონებრივი იერიშის გამოყენებით
მოსწავლეები გაიხსენებენ სიტყვას რომელიც მამას უკავშირდება. ნახავენ ვიდეო მასალას
მამებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ. შემდეგ წიგნების ჟურნალების და ინტერნეტ
სივრცის დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციებს და იმუშავებენ მათ დახარისხებაზე. თითოეულ
ჯგუფს ექნება თვისი დავალება და საკვლევი საკითხი.
პირველ;ი ჯგუფი:
იძიებს მასალას მამა-შვილურ სიყვარულზე
მეორე ჯგუფი:
უცნაურ მამებზე
მესამე ჯგუფი:
როცა მამა პატარა იყო.
დრო: 15,04,2019-18,04,2019
ვიდეო მასალის
დამუშაავება.:
მეორე ეტაპზე
შთბეჭდილებების საფუძველზე გამართავენ დისკუსიას,
გააკეთებენ დასკვნას, გაიხსენებენ თავიანთ ცხოვრებიდან საინტერესო შემთხვევებს მამა
შვილური ურთიერთობებისნ შესახებ. საპრეზენტაციო
რესურსის დამზადება:
მოსწავლეები შექმნიან ფოტო კოლაჟს მამა და მე. ჯგუფებში იმუშავებენ პლაკატებზე
გააკეთებენ ბუკლეტებს. ინტერვიუს ჩამოართმევენ მამებს კითხვების დახმარებით:
როდის მომაკითხავ სკოლაში?
გაიცნობ ჩემი კლასელების მამებს?
როდის გავისეირნებთ ერთად?
დრო: 19.04.2019-23.04.2019
მესამე ეტაპი:
შევაჯამეთ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები მოწვეულ მამებთან
ერთად. მოსწავლეებმა ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნეს რომ უნდა გაუფრთხილდნენ იამაყონ
და დააფასონ მამები. ბავშვების მიერ შექმნილი ფოტო კოლაჟით დიდი სიამოვნება მიანიჭეს
მამებს უჩვენეს პლაკატები სურვილებითა და სტიკერებით სავსე განსაკუთრებული სიყვარულის
გამოსახატავად.
24.04.2019
|
რესურსები
|
ბუკი, პროექტორი.
თაბახის ფურცლები, სტიკერები, ფორმატები, ფერადი ფანქრები, წებო მაკრატელი.
|
რეფლექსია
2019 წლის 15 აპრილიდან
24 აპრილის ჩათვლით განვახორციელე სოციალური პროექტი სახელწოდებით ,,ვიცი რომ აქ ხარ
მამა“
ჩემს სადამრიგებლო
კლასში პროექტის აქტივობები იმიტომ განვახორციელე რომ გამოიკვეთა პრობლემა: ზოგიერთი
მამა ხშირად აკითხავდა თავის შვილს და ამით
აბედნიერებდნენ და სიამაყით ავსებდნენ პატარებს. ისმოდა ფრაზა ,,დღეს მე მამიკო მომაკითხავს“ მაგრამ
სამწუხაროდ არიან ბავშვები რომლებსაც ეს განცდა არ აქვთ. მოუცლელობა, არასწორი შეხედულება,
რომ სკოლასთან ურთიერთობა მხოლოდ დედის მოვალეობაა, ხშირად მამებს შვილის აღზრდისაგან
შორს ტოვებთ.
პროექტის ჩატარება ამ თემაზე მნიშვნელოვნად ჩავთვალე
რადგან მინდოდა მოსწავლეებს კვლევა ძიების საფუძველზე უკეთ გაეაზრებინათ მამაკაცის
როლი დაფიქრებულიყვნენ რაოდენ დიდია მამის როლი მათი ცხოვრების წარმართვაში, პიროვნებად
ჩამოყალიბებაში და გამოეხატათ მეტი პატივისცემა მამის მიმართ.
ამ პრობლემიდან გამომდინარე წინასწარ დავსახე მიზნები
და გავწერე სამუშაო გეგმა. შევარჩიე ასაკის შესაბამისი აქტივობები და რესურსები, ჩემს
მიერ დასახული ყველა აქტივობა განვახორციელე. აქტივობების დამატება, მოდიფიცირება არ
მომხდარა. პროექტზე მუშაობის პერიოდში ყველაზე მეტად გამოიკვეთა გუნდური მუშაობის პრინციპი,
მოსწავლეები სერიოზულად მოეკიდნენ ჯგუფისათვის განკუთვნილ სამუშაოს და ურთიერთ თანამშრომლობით
შეძლეს დავალების სრულყოფა. ყველა მოსწავლე გააქტიურდა გამოიკვეთა თანამშრომლობა და
ურთიერთთანადგომა, რაც გუნდური მუშაობის პრინციპმა განაპირობა.
პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა კომუნიკაციის
, კვლევა-ძიების , ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნების, ესთეტიკური გემოვნების და პრეზენტაციის
უნარები. ტექნოლოგიების გამოყენება მეტად მიმზიდველი გახადა ძიების პროცესი. მათი მოტივაცია
და ინტერესი გააძლიერა.
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ
რომ მამების ჩართულობა გაგრძელდეს სასკოლო ცხოვრებაში, ამისათვის დავგეგმავ სხვა აქტივობებსაც.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო ბერიძე